კატეგორია: მსოფლიო

ქაბულში მეჩეთის შესასვლელი ააფეთქეს – რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ქაბულში მეჩეთის შესასვლელი ააფეთქეს - რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ქაბულში, მეჩეთის შესასვლელში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში, ეიდ გაჰის მეჩეთის შესასვლელთან მოხდა, სადაც ,,თალიბანის” სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის დედის ხსოვნის ცერემონია ტარდებოდა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. იპნ

სერბეთი და კოსოვო საზღვარზე დაძაბულობას განმუხტავენ

სერბეთი და კოსოვო საზღვარზე დაძაბულობას განმუხტავენ

სერბეთმა და კოსოვომ საზღვარზე არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა. „შეთანხმება მიღწეულია! ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ დეესკალაციაზე შეთანხმება მიღწეულია“,- წერს ლაიჩეკი „ტვიტერში“. შეთანხმების თანახმად, ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან განთავსებული პოლიციის სპეცრაზმი 2 ოქტომბერს ტერიტორიას დატოვებს და მას ნატო-ს სამშვიდობოები ჩაანაცვლებენ, რომლებიც […]

გერმანიაში მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციაზე მოლაპარაკება დაიწყეს

გერმანიაში მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციაზე მოლაპარაკება დაიწყეს

გერმანიის “მწვანეთა პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული დიალოგის დაწყების წინ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ქრისტიან ლინდნერმა ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნდა, სადაც ის და პარტიის გენერალური მდივანი ვოლკერ ვისინგი „მწვანეების“ ლიდერებთან, ანალენა ბერბოკსა და რობერტ ჰაბეკთან ერთად არიან აღბეჭდილები. “ახალი მთავრობის ძიებაში ვცდილობთ საერთო […]

სომხეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს

სომხეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყოფილი მინისტრის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ამასთან, სამართალდამცავებმა ჩხრეკა განახორციელეს სამხედრო ავიაციის ყოფილი უფროსის, ავეტიკ მურადიანის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სტეპან გალსტიანის ბინებშიც. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებები, სავარაუდოდ, უკავშირდება იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. […]

ვინ არის ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს ზურგს უმაგრებდა

ვინ არის ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს ზურგს უმაგრებდა

რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრანჩეტი პრაღის აეროპორტში უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ის პრაღიდან მოსკოვში გაფრენას აპირებდა. ჩეხეთის სასამართლომ მას ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მალე გაირკვევა მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება უკრაინაში. როგორც ირკვევა, 2014 წელს, იტალიური გვარის მქონე რუსისთვის ზურგის ქარმა ჩრდილოეთიდან დაუბერა და ყირიმში ჩაიყვანა. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ფრანჩეტიმ იქ პრორუსული გასამხედროებული ფორმირება „ჩრდილოეთის […]

ლიონში მაკრონს კვერცხი ესროლეს

ლიონში მაკრონს კვერცხი ესროლეს

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ლიონში კვერცხი ესროლეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და საუბრის დასრულების შემდეგ ადგილს ტოვებდა. მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაცვის სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. იპნ

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი შეიძლება გახდეს

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი შეიძლება გახდეს

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25.8 %-ით მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ, მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” და “ქრისტიან-სოციალური კავშირის” ბლოკი, რომელმაც არჩევნებში ხმების 24.1% მოიპოვა. ხმების თითქმის 14% მოიპოვეს „მწვანეებმა“, ბიზნესის მხარდამჭერმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ – 11.5%, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი – 10.5%. გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატები“ – 205 ადგილი; მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური […]

საბერძნეთში, კრეტაზე მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში, კრეტაზე მიწისძვრა მოხდა - 1 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე – 5.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა მრავალი ადამიანი. დაზიანდა სახლები და ეკლესიები. მიწისძვრის შედეგად, ქვეყნის ოთხ ყველაზე დიდ ქალაქში ქვათა ცვენა დაიწყო, რამაც ასევე მასშტაბური ზიანი მოუტანა მოსახლეობას. ბერძნული მედიის ინფორმაციით, სახლებიდან და სკოლებიდან ხალხის ევაკუაცია მალევე მოხერხდა, მიწისძვრის შემდეგ მომხდარმა ბიძგებმა კი ძირითადად კუნძულზე არსებული სოფლები დააზიანა. რუსთავი […]

ესპანეთში ლა პალმას აეროპორტი დროებით დაიხურა

ესპანეთში ლა პალმას აეროპორტი დროებით დაიხურა

კანარის კუნძულ ლა პალმაზე აეროპორტი დროებით დაიხურა. მიზეზად ვულკანის ამოფრქვევისას ჰაერში გაფანტული ფერფლი სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ესპანეთის მთავრობა კანარის კუნძულებს უბედურების ზონად გამოაცხადებს. არსებობს ცუნამის საფრთხე. სტიქიის ზონებიდან 7 ათასი ადამიანია ევაკუირებული. რუსთავი 2

ისრაელში აუცრელ პედაგოგებს სკოლებში აღარ შეუშვებენ

ისრაელში გასულ დღე-ღამეში კოვიდით 5.923 ადამიანი დაინფიცირდა

დღეიდან ამერიკელებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. თვის ბოლოდან ვაქცინის მე-3 დოზა ყველა სრულად ვაქცინირებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი რუმინეთშიც. რეგულაციებს ამკაცრებს ისრაელი, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. მწვანე საშვის გარეშე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, პედაგოგები […]