კანარის კუნძულ ლა პალმაზე აეროპორტი დროებით დაიხურა. მიზეზად ვულკანის ამოფრქვევისას ჰაერში გაფანტული ფერფლი სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ესპანეთის მთავრობა კანარის კუნძულებს უბედურების ზონად გამოაცხადებს. არსებობს ცუნამის საფრთხე. სტიქიის ზონებიდან 7 ათასი ადამიანია ევაკუირებული. რუსთავი 2
კატეგორია: მსოფლიო
ისრაელში აუცრელ პედაგოგებს სკოლებში აღარ შეუშვებენ
დღეიდან ამერიკელებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-3 დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდებულია როგორც 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ისე 50-დან 64 წლამდე პირებისთვის, რომელთაც მძიმე ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ. თვის ბოლოდან ვაქცინის მე-3 დოზა ყველა სრულად ვაქცინირებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი რუმინეთშიც. რეგულაციებს ამკაცრებს ისრაელი, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. მწვანე საშვის გარეშე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, პედაგოგები […]
საფრანგეთის ელჩი აშშ-ში მომავალ კვირას დაბრუნდება
საფრანგეთი აშშ-ში ელჩს მომავალ კვირაში დააბრუნებს, – ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. ელისეს სასახლისა და თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა, დაიწყონ ღრმა კონსულტაციები ნდობის აღსადგენად და ასევე ოქტომბრის ბოლოს შეხვედრა გამართონ ევროპაში. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს ავსტრალიას, […]
ზელენსკის პირველი თანაშემწის მანქანა დაცხრილეს
კიევის ოლქის ლესნიკის დასახლებასთან ახლოს, უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ […]
გერმანიაში მამაკაცმა მოლარე პირბადის მოთხოვნის გამო მოკლა
გერმანიაში ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. პროკურორების განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურის მოლარემ 49 წლის მამაკაცს, რომელსაც ლუდის ყიდვა სურდა, მოსთხოვა დაეცვა წესები და გაეკეთებინა ნიღაბი. მომხმარებელმა მამაკაცის თხოვნაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა, თუმცა მალევე პირბადით დაბრუნდა, რომელიც მოლარესთან მიახლოებისას კვლავ მოიხსნა. ,,შემდეგ დამნაშავემ იარაღი ამოიღო და მოლარეს თავში […]
ოლაფ შოლცმა გადამწყვეტი დებატები მოიგო – “მინიმალურ ხელფასს საათში 12 ევრომდე გავზრდი”
გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა სოციალ-დემოკრატების პარტიიდან, ოლაფ შოლცმა მესამე, ფინალურ სატელევიზიო დებატებში კონკურენტები, კონსერვატიული ბლოკის – „ქრისტიან დემოკრატიული კავშირისა” და „ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის“- კანდიდატი არმინ ლაშეტი და „მწვანეების“ ლიდერი ანალენა ბერბოკი, დაამარცხა. დებატებისას ოლაფ შოლცმა სოციალური უთანასწორობის საკითხზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ კანცლერობის შემთხვევაში, გერმანიაში მინიმალური ხელფასი საათში 12 ევრომდე გაიზრდება. „ბატონო ლაშეტ, ეს შეიძლება […]
რუსეთში პერმის უნივერსიტეტში ავტომატიანი პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი
ბაიდენმა მაკრონს დარეკვა სთხოვა – საუბარი რამდენიმე დღეში შედგება
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს, რომელიც აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღებას მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს. ”აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩვენს პრეზიდენტს სთხოვა ესაუბრათ. უახლოეს დღეებში იქნება სატელეფონო დისკუსია პრეზიდენტ მაკრონსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის”, – განაცხადა გაბრიელ […]
ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 3 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია. მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა. დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იპნ
საფრანგეთში 3.000 აუცრელ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერეს
საფრანგეთმა ჯანდაცვის 3.000 მუშაკს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო უფლებამოსილება შეუჩერა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება სამედიცინო პერსონალისთვის მხოლოდ დროებითია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ის ვაქცინაციის პროცესის ტემპის აჩქარების მექანიზმად ხედავს. ,,ადამიანები ხედავენ, რომ ბრძანება ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამის გამო, უამრავი მათგანი აცრას თანხმდება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა. ახალი კანონის თანახმად, […]










