კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” შეიძლება მოუწიოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თუ ეპიდსიტუაცია დამძიმდება. – რა უფრო შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას, არჩევნების გადადება თუ, პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნებზე წასვლა? – ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ქვეყანაში. კლინიცისტმა ივანე ჩხაიძემ, რომელიც ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრია, უკვე განაცხადა, რომ, […]
კატეგორია: პოლიტიკა
შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა “ოცნებას” ფული ერთდროულად გადაურიცხა
“ქართული ოცნების” ყულაბა კიდევ 63.000 ლარით შეივსო – 23 აგვისტოს, შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა მმართველ პარტიას ფული ერთდროულად გადაურიცხა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის პარტია ბიზნესს არეკეტებს და აიძულებს, გაიღონ მსხვილი შემოწირულობები. ამ თანხას კი ოქტომბრის არჩევნებზე აგიტატორებს დაურიგებს. “ეს ბიზნესმენები გარანტიას იქმნიან, რომ მათი ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის. როდესაც სისტემა აიძულებს მოქალაქეს, ჩაიდინოს დანაშაული, და […]
“ლელოს მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება გაუაზრებელი იყო” – ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოებას არ სჯერა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების. – ამ რეალობის ერთი ძალიან მარტივი მაგალითი “ლელოს” მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ვგულისხმობ მათ მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატსა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს. – რით ხსნით თქვენ ამ გადაწყვეტილებას? – ეს არის სრულიად გაუგებარი, აუხსნელი გადაწყვეტილება. ეს უფრო ჰგავს მოვალეობის მოხდის […]
სალომე ზურაბიშვილი – “აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულებაა”
აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულებაა – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, სადაც მოსახლეობას მარიამობის დღესასწაულს ულოცავს და ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, იმას რომ ჩვენ, ჩვენი […]
გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძესთან მიდის
„კაცმა თუ მწვადის გაკეთება არ იცის, რანაირი კაცია?“ – რიჩარდ ოგბუნუჯუ
პოლიტიკური განცახადი გაკეთებულია – ნიგერიელ ბიზნესმენს, 49 წლის რიჩარდ ოგბუნუჯუს თბილისის მერობა სურს. ის თვითმმართველობის არჩევნებში 23 ნომრად მიღებს ნმონაწილეებს და შეეცდება დაამარხცხოს მოქმედი მერი კახა კალაძე და მისი მთავარი კონკურენტი ნიკა მელია. მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ “პირველებმა” ჩაწერა. რიჩარდ ოგბუნუჯუს თქმით, დედაქალაქში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვიცი, რა უჭირს ამ ქალაქს, ყველაზე […]
ქობულეთში სასტუმროების მფლობელები მერიაში შეიჭრნენ
ამ წუთებში ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათ შენობაში მიმოსვლა შეზღუდეს. ეს საოჯახო სასტუმროების მფლობელების რიგით მე-4 საპროტესტო აქციაა. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი ბანკებისგან და კერძო საფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო პროცენტების გადახდას ვერ […]
სოსო გოგაშვილი სად იყრის კენჭს? – მამუკა გიორგაძის განმარტება
სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე “ახალ თაობასთან ინტერვიუში” პარტიაში დაბრუნებულ სოსო გოგაშვილზე საუბრობს. – სოსო გოგაშვილი სკანდალური რეპუტაციის ადამიანად ითვლება. – სკანდალად შეიძლება აქციო ნებისმიერი თემა და სკანდალურად შეიძლება ჩათვალო ნებისმიერი ადამიანის რეპუტაცია. ვინ დაადგინა, რომ რომელიმე ჩვენგანს რაიმე აქვს ჩადენილი? სასამართლომ და პროკურატურამ, რომელსაც უნდობლობას უცხადებენ?! იმისთვის, რომ რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსნისა და პოლიტიკოსის ქმედება […]
ნიგერიელი ბიზნესმენი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
„იმედმა“ „ევროპულ საქართველოს“ რეკლამაზე უარი უთხრა – ტელეკომპანიის განცხადება
ტელეკომპანია „იმედი“ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, ამის შესახებ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ტელეკომპანია „იმედი“ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც „იმედის“ ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის „ევროპული საქართველო“. […]










