“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლას შარლ მიშელი ასე გამოეხმაურა: “დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის […]
კატეგორია: პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო – “აშშ ძალიან გაბრაზებულია “ოცნების” ცალმხრივი გასვლით 19 აპრილის შეთანხმებიდან”
“ქართული ოცნების” მიერ მიშელის დოკუმენტიდან ცალმხრივ გასვლას საქართველოში ასშ-ის საელჩო ასე გამოეხმაურა: ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. ცხრა არჩეული პარტიიდან სულ მცირე ექვსი პარტიის ასთხუთმეტმა […]
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას თავად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, ზურაბიშვილმა და მიშელმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ, საფრანგეთში შედგა.
ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ჯაფარძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირება მოხდა. ჯაფარიძის განმარტებით, რადგან შეთანხმება უკვე აღარ არსებობს, არც „ვალდებულება არსებობს“. „მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ […]
თბილისის მერობისთვის გიორგი ლაღიძეც იბრძოლებს
თბილისის მერობისტვის პარტია ,,მომავალი საქართველო”-ს ლიდერი გიორგი ლაღიძეც იბრძოლებს: „პარტიის მთავარმა კომიტეტმა და ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააყენეს ჩემი კანდიდატურა და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის მერობისათვის ვიბრძოლებ, დიახ ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ვინაიდან ჩვენი ქალაქი იმსახურებს რეალურ ცვლილებებს უკეთესობისკენ“, – აცხადებს გიორგი ლაღიძე
“ქართულმა ოცნებამ” 19 აპრილის შეთანხმება ცალმხრივად გააუქმა
„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. „დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და […]
“ხოშტარია მელიასთვის დამანგრეველი იქნება, ეს მარცხის ფორმულაა” – ალეკო ელისაშვილი
პრობლემა იცით რა არის? ოპოზიციაში ვერავინ იყურება პარტიული ამბიციების მიღმა. 2017-ში მე მებრძოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ კალაძესთან ებრძოლათ და რა მივიღეთ? – მე მოვუგე მათ, მაგრამ წავაგეთ კალაძესთან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, მელია-ხოშტარიას ტანდემს მხარს არ უჭერს, რადგან „ხოშტარია მელიასთვის იქნება დამანგრეველი“. „ახლა ბოკერიამ რომ დაალაგა ხოშტარიას და […]
თეა გვარამია – “არაა პრობლემა, მობრძანდნენ, დეტალურად შეგვამოწმონ”
“არაა პრობლემა, მობრძანდნენ, შეგვამოწმონ, ნახონ ყველაფერი დეტალურად”, – ასეთ კომენტარს აკეთებს “მთავარი არხის” გაყიდვების მენეჯერი თეა გვარამია არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით. როგორც გვარამია ამბობს, შემოწმება არაგეგმიურია, თუმცა არხს ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს: “მივიღეთ შეტყობინება შემოსავლების სამსახურის საიტზე შემოწმებასთან დაკავშირებით, დღეს ვესაუბრე აუდიტის სამსახურის თანამშრომელს, მე თვითონ დავუკავშირდი, მომთხოვეს ყველა ინფორმაცია, დოკუმენტაცია. ჩვენ მზად ვართ, […]
გახარია – “არავის ვეომებით, მაგრამ არც არავისი გვეშინია”
დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, გავაგრძელებთ საპარლამენტო არჩევნებით და ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო. რაც მთავარია – ჩვენ ეს შეგვიძლია! , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პარტიის ხედვებზე ისაუბრა. „ბევრი კარგი ადამიანია იქით მხარეს, ჩვენც ხომ იქედან მოვედით – ჩვენც ხომ „ოცნების“ ნაწილი […]
“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა
“მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ეს არის რიგგარეშე გადაწყვეტილება, რომელიც უწყებამ მიიღო. არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაყიდვების სახლში შესვლა ტელევიზიაში შესვლის იდენტურია. – მომივიდა შეტყობინება, რომ საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, საგადასახადო სამსახური შევიდა ჩვენი გაყიდვების სახლში. ეტყობა ტელევიზიაში ჯერ ვერ გაბედე,ს მაგრამ გაყიდვების სახლში შესვლა ზუსტად იდენტურია ტელევიზიაში შემოსვლის, ჩვენი […]










