პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დღეს თუ 43%-ს ვერ იღებს და პრობლემა შეექმნა, ეს პრობლემა მას შეუქმნა არა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, არამედ გახარიამ. – რომ გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები, აქ არ ვგულისხმობ, ცხადია, ივანიშვილს, დიდად იქნებიან მოხარულები გახარიასთან კოალიციით, რასაკვირველია, ეს ასე არ არის. მე მაინც ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” ეცდება […]
კატეგორია: პოლიტიკა
“არ მოგეჩვენათ… მე პოლიტიკაში მოვდივარ” – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება
მოცურავე ნანა ნებიერიძე პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ ის “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, სადაც ნათქვამია, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას გიორგიო გახარიას გუნდთან ერთად შეეცდება. სპორტსმენი ამ გადაწყვეტილების მიზეზსაც განმარტავს: “ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო …დავწერე წავშალე, დავწერე წავშალე..და ვიწყებ ასე: მეგობრებო, მე პოლიტიკაში მივდივარ! დიახ, სწორად წაიკითხეთ… არ მოგეჩვენათ.. მე პოლიტიკაში მოვდივარ! და რატომ იცით? ვფიქრობ, […]
“ოცნება” – 26%, ნაციონალური მოძრაობა – 14%, გახარიას პარტია – 9% – აირაის ახალი კვლევა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის”, აირაის, ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: “შრომის პარტია – შალვა ნათელაშვილი” -3%; “გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ […]
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
საქართველოს პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი აირჩია.პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ 83 ხმით 3-ის წინააღმდეგ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა. პარლამენტმა ცესკო-ს პროფესიონალ წევრებად გია ცაცაშვილისა და (81 მომხრე) და მაია ზარიძის (81 მომხრე) კანდიდატურები დაამტკიცა. კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატებს სულ მცირე 76 ხმა […]
იაგო ხვიჩია – “ნაციონალებს “ოცნება” აფინანსებს”
“ქართული ოცნების” განცხადებას, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტიდან გასვლით სახელისუფლებო გუნდმა ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებში დააბრუნა და რომ ისინი აღარ აპირებენ მსგავს შეთანხმებებში მონაწილეობას, გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” ეს განცხადებები ვნებს არა პოლიტიკურ ძალას, არამედ მთლიანად ქვეყანას. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ისინი თავიდანვე აფრთხილებდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ […]
“ოცნება” – გახარიას ტანდემს გამარჯვების დიდი შანსი აქვს” – მამუკა გამყრელიძე
“ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია უფრო “ოცნებასთან” მოხვდება კოალიციაში, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან სხვა რომელიმე ღიად ოპოზიციურ პარტიასთან: – აქედან გამომდინარე იმ კოალიციას – “ოცნება” პლუს გახარია – ძალიან სერიოზული ძალა ექნება. რა თქმა უნდა, მოახერხებენ მთავრობის დაკომპლექტებას. თუ მოხდა რაღაც კონტაქტები ივანიშვილსა და გახარიას შორის, მე ვიტყოდი, […]
„ოცნებას“ მხოლოდ 2 რეიტინგული პერსონა ჰყავს – ღარიბაშვილი და კალაძე”
„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისის მერობის კანიდატებს შორის ყველაზე ძლიერია კახი კალაძე: – მის კონკურენტად განვიხილავ ნიკა მელიას. არ გამოვრიცხავ მეორე ტურს. „ქართული ოცნებისა“ და მისი წევრების ამომრჩეველი არა ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ კახა კალაძის გამარჯვებაში. ის ახლაც მერია და მართლა მუშაობს. ის არის რეიტინგული. „ოცნებას“ ამჟამად სულ ორი […]
გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გორში ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იქნება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები მმართველმა პარტიამ დღეს დაასახელა. როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. კობახიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის განვითარება.
კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პატრიარქს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ამა წლის 29 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი კახა კუჭავა ოჯახთან ერთად ესტუმრა. გულთბილი შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს საკეთილდღეოდ მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










