კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ პირველის კითხვას უპასუხა და განაცხადა: „გომელაური და ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიებით. გამოძიების შედეგები აჩვენებს რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა, აგერ ვარ და […]
კატეგორია: პოლიტიკა
„თხოვნაა, დაუბრუნდეთ თქვენ საქმეს“ – კახა კუჭავა ჟურნალისტების პროტესტმა გააღიზიანა
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად ბანერი გამოფინეს წარწერით: “დასაჯეთ მოძალადეები”. გარდა ამისა, ჟურნალისტებს მიტანილი ჰქონდათ ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები. მედიის წარმომადგენლების ამ ქმედებამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გაღიზიანა, რომელმაც მოსთხოვა მათ, რომ თავიანთ საქმიანობას დაბრუნებოდნენ. მისი თქმით, ჟურნალისტების ქმედება დესტრუქციისკენ არის მიმართული და სცდება მათი საქმიანობის სფეროს: “სხდომა მაშინ დახურულად […]
„თინას ორი მანდატური ვერ აკავებდა…“ – შალვა პაპუაშვილი
“ქართული ოცნების” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენებას, ძალადობის აღკვეთას უწოდებს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 18 ივლისს, თინა ბოკუჩავა პარლამენტში “აგრესიულად იქცეოდა და მანდატურებს ეჭიდავებოდა”. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ორი მანდატური თინა ბოკუჩავას ვერ ერეოდა, მან დეპუტატი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. “ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა, ეს იყო […]
რა გჭირთ მართლა, ტო? -კუჭავა დეკანოიძეს
რა გჭირთ მართლა, ტო? – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს სიტყვა შეაწყვეტინა, რადგან, მისივე სიტყვებით, “სისულელეს და დემაგოგიას” საუბრობდა. “ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება, რომ შეაწყვეტინოთ სიტყვა სხვას? იმიტომ, რომ ქალი ხართ? ხომ ყველა თანაბარი ვართ? დაასრულებინეთ სხვასაც… შევწყვიტოთ სხდომა და გადავიდეთ […]
გახარია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძის წარდგენას აპირებს
პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატზე ისაუბრა. კითხვაზე კი, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე მერობის კანდიდატად, პასუხობს, რომ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ […]
ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს
ტვ პირველის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებზე საერთო კანდიდატს დაასახელებს. თბილისის მერობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ელენე ხოშტარიას წარადგენენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციურ ერთობაში ვიცე მერის კვოტა ,,ევროპულ საქართველოს” ექნება. კანდიდატებს შორის იქნება ზურა ჯაფარიძეც, თუმცა სად წარადგნენ ,,გირჩის” ლიდერს, ჯერჯერობით უცნობია. – ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის […]
ჯიმ რიში – “2012 წლის მერე რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ საქართველოს ამბებით”
მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს. „სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც ისინი არჩევნებს ატარებდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ […]
ეკა ხოფერია – “იმ დღეს ლექსოს უფლებები დაცული არ იყო”
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია, ამბობს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტები დაცულები არ ყოფილან. საჯარო მოხელემ ეს განცხადება მთაწმინდის პარკთან, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე, გააკეთა. ხოფერია ამბობს, რომ ის მედიის გვერდითაა. ლექსო ჩემი კოლეგა იყო, გასვენებაშიც ვიყავი. მე ვუყურებდი, რა ხდებოდა იმ დღეს და ვიზიარებ თქვენს პოზიციას. მომხდარ ფაქტზე […]
გია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა . მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა. პარტიის თავმჯდომარეის თქმით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს. “ჩვენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ […]









