პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატზე ისაუბრა. კითხვაზე კი, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე მერობის კანდიდატად, პასუხობს, რომ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ოპოზიცია თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს
ტვ პირველის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნებზე საერთო კანდიდატს დაასახელებს. თბილისის მერობისთვის ნიკა მელია იბრძოლებს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი ელენე ხოშტარიას წარადგენენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, ოპოზიციურ ერთობაში ვიცე მერის კვოტა ,,ევროპულ საქართველოს” ექნება. კანდიდატებს შორის იქნება ზურა ჯაფარიძეც, თუმცა სად წარადგნენ ,,გირჩის” ლიდერს, ჯერჯერობით უცნობია. – ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას, იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, თუმცა კვირის […]
ჯიმ რიში – “2012 წლის მერე რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ საქართველოს ამბებით”
მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს. „სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც ისინი არჩევნებს ატარებდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ […]
ეკა ხოფერია – “იმ დღეს ლექსოს უფლებები დაცული არ იყო”
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია, ამბობს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტები დაცულები არ ყოფილან. საჯარო მოხელემ ეს განცხადება მთაწმინდის პარკთან, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე, გააკეთა. ხოფერია ამბობს, რომ ის მედიის გვერდითაა. ლექსო ჩემი კოლეგა იყო, გასვენებაშიც ვიყავი. მე ვუყურებდი, რა ხდებოდა იმ დღეს და ვიზიარებ თქვენს პოზიციას. მომხდარ ფაქტზე […]
გია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია
“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე დაასახელა . მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა. პარტიის თავმჯდომარეის თქმით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს. “ჩვენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ […]
ფრიდონ ინჯია – „ნონა მამულაშვილი მაგიდაზე აბრძანდა, მეშინოდა, არ წაქცეულიყო – ახალგაზრდა ზარქუამ ფაქიზად ჩამოიყვანა“
„ჩემთვის მისაღები არ იყო შალვა პაპუაშვილის ქცევა თინა ბოკუჩავას მიმართ – ნონა მამულაშვილი მაგიდაზე ფეხშიშველი აბრძანდა, მაგიდა არის სრიალა, შემეშინდა არ წაქცეულიყო, ზარქუამ ფაქიზად ჩამოაბრძანა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რითაც გომელაურის მოსმენის დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რომ არა ირაკლი ზარქუა, ის თავად ჩამოიყვანდა მაგიდიდან მამულაშვილს. […]
რუსთავის მერობის კანდიდატად “ოცნება” ნინო ლაცაბიძეს წარადგენს
“ინფო რუსთავისთვის” ცნობილია, ვინ იქნება ქართული ოცნების მერობის კანდიდატი რუსთავში. პარტია მერობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძეს წარადგენს. წარდგენა რამდენიმე დღეში მოხდება, რის შემდეგაც აქტიური საარჩევნო კამპანია დაიწყება. ნინო ლაცაბიძე ამჟამად საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატია. ინფორუსთავი
შარლ მიშელმა მოსამართლეთა დანიშვნა გააკრიტიკა – “ესაა დაკარგული შესაძლებლობა”
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს – ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – […]
ზელენსკი ბათუმში ჩამოფრინდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. როგორც ცნობილია, ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში. იპნ









