სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. როგორც ლომჯარია განმარტავს, მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. „ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, ლგბტ თემის „ღირსების მარშს“ შეუერთდება
„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები. ეს არა […]
“ქორწილში რომ დამპატიჟონ, გორში აღარ ჩამოვალ” – გრიშა ონიანი ძალიან გააბრაზეს
გრიშა ონიანი გორელებს გაუნაწყენდა. საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე გორის თეატრში სტალინელების ხალხმრავალ შეკრებას ელოდა, თუმცა მასთან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო. გრიშა ონიანის თქმით, მას არათუ გორის მერობა აღარ უნდა, არამედ გორში ქორწილშიც კი აღარ ჩავა: “ქორწილში რომ დამპატიჟონ, გორში აღარ ჩამოვალ,” – განაცხადა გრიშა ონიანმა. განაწყენებულმა გრიშა ონიანმა გეგმები შეცვალა და შეხვედრის მიზანზე დაწვრილებით აღარ ისაუბრა. თუმცა […]
ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს
ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა – შსს-ში “მთავარს” უთხრეს, რომ ბორცვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის გაუშვეს. მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ბორცვაძე გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა. ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. იქამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
წულუკიანი – “გახარიამ ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა და ვერც კირითხუროობის”
გიორგი გახარიას განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” თავისი ქმედებებით ქვეყანას აზიანებს და კონკურენციის შიშით მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ არასამართლიანი მეთოდებით იბრძვის, მმართველ გუნდში პასუხობენ. ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრის პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა. “ბატონ გახარიასაც გავესაუბრეთ და მან ვერც ხითხუროს კვალიფიკაცია აჩვენა, ვერც კირითხუროობა გვაჩვენა და ამიტომ ის რეესტრში არ ჩარიცხულა,”- განაცხადა […]
გახარია – “ბრიუსელსა და აშშ-ში “ოცნება” ჩვენი დასაცავი გახდა”
ბრიუსელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტების დროს „ქართული ოცნება” ჩვენი დასაცავი გახდა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გახარია აღნიშნავს, „ქართული ოცნება” ივიწყებს, რომ სახელმწიფოს მართავენ და „ უსუსური ნაბიჯებით ქვეყანას და სახელმწიფოს აზიანებენ“. „ჩვენ გვქონდა ძალზედ საინტერესო და ინტენსიური ვიზიტი ჯერ ბრიუსელში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენი დასაცავი გახდა […]
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ აღდგენის საკითხზე, რომელსაც ხელი ორმა პრეზიდენტმა 2019 წლის […]
გახარია – “ოცნებამ” ვერც თამარ ჟვანია დაიცვა და ვერც არჩევნების შედეგები”
„ქართულმა ოცნებამ“ ვერ არჩევნების შედეგები დაიცვა და ვერც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, თვითონ შეუწყო ხელი ჟვანიას გადადგომას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ გორში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს პარტიის რეგიონული ოფისი გაიხსნა. „თამარ ჟვანიას გადადგომას შევაფასებ შემდეგნაირად. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. 2020 წელს, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური. […]
„თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი – პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა
„ყველას აქვს უფლება გამოიყენოს სიტყვის თავისუფლება!“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ მიმართვაში საუბრობს. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს აქვთ უფლება გამოხატონ თავიანთი აზრი. – ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. მე ვთვლი, […]
333:0 – უკრაინის რადამ სააკაშვილის ოფისის კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
ორი ინიციატივა უპრეცედენტო მხარდაჭერით – უკრაინის რადა ისტორიაში პირველად 333 ხმით მხარს უჭერს ანტიკორუფციულ კანონპროექტს, რომლის მიზანი საზღვაო განათლების დარგში პრობლემების დარეგულირებაა. ეს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ოფისს ეკუთვნის, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც უახლოეს მომავალში რადამ უნდა იმსჯელოს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინულმა გუნდმა უკვე შეიმუშავა პროექტები, რომლებითაც ავტომობილის განბაჟება აპლიკაციით იქნება შესაძლებელი, […]










