კატეგორია: პოლიტიკა

ნატა ფერაძე – “პარლამენტთან ჯვრის მოხსნა არ იგეგმებოდა” – აქცია “სახელმწიფოს პანაშვიდი” გაუქმდა

ნატა ფერაძე - "პარლამენტთან ჯვრის მოხსნა არ იგეგმებოდა" - აქცია "სახელმწიფოს პანაშვიდი" გაუქმდა

აქცია “სახელმწიფოს პანაშვიდი!” რომელიც პარლამენტთან დღეს უნდა გამართულიყო აღარ შედგება. აქციის ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ გადაიფიქრეს, რაც მათი თქმით პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ აპირებენ, ადამიანების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ. “ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, რომელიც, ჩვენი აზრით, არის სახელმწიფოს, სეკულარული სახელმწიფოს […]

ცესკოს თავმჯდომარეობისთვის გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი იბრძოლებენ

ცესკო - "12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%"

ცესკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატების სია სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაეგზავნა. სპეციალურმა კომისიამ რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის 5 კანდიდატი – ანა მიქელაძე, გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია შეარჩია. პრეზიდენტს განხილვისთვის 3 დღე აქვს, რის შემდეგაც კანდიდატთა საბოლოო ვერსიას საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს. […]

ღარიბაშვილს ხსნიან და მის ადგილზე კუჭავას ნიშნავენ?

ღარიბაშვილს ხსნიან და მის ადგილზე კუჭავას ნიშნავენ?

“მთავარის” ინფორმაციით, ქართულ ოცნებაში პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენებას განიხილავს. კულუარული ინფორმაციით, ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ღარიბაშვილის განცხადებას 5 ივლისის დილით, ძალადობრივი მოვლენები მოჰყვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილის შემცვლელად პრემიერის თანამდებობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება, ღარიბაშვილი კი ისევ თავდაცვის მინისტრად. მთავარი

მარგველაშვილი – „პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაცების ცემისკენ რომ მოუწოდა ხალხს, მისი გაჩერება შევძელი“

მარგველაშვილი - „პრემიერმა ღარიბაშვილმა ნაცების ცემისკენ რომ მოუწოდა ხალხს, მისი გაჩერება შევძელი“

საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 5 ივლისს მოძალადე ჯგუფების მიერ ჟურნალისტების დარბევა ჩვეულებრივი სტანდარტული ფორმაა, რომლითაც „ოცნების“ ეს გუნდი ურთიერთობს თავის მოქალაქეებთან: – პრემიერ ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში ეს არ ყოფილა პირველი მოწოდება. როდესაც პრეზიდენტი ვიყავი – არ მახსოვს, 2014 წელი იყო თუ 2015, მაშინ მან ახსენა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს გასწორებოდნენ […]

გახარია “ოცნებაზე” – “ეს წარმოუდგენელი უუნარობის გამოხატულება იყო”

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ეს არ არის მხოლოდ პოლიციის გადმოსახედიდან შესაფასებელი შემთხვევა. ეს იყო პოლიტიკური მოვლენა, უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ჟურნალისტები მასობრივი დევნისგან, ვერ დაიცვა ტურისტები, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო, […]

თაკო ჩარკვიანი არჩევნებში ნაციონალებთან ბლოკში შეიძლება გამოვიდეს

თაკო ჩარკვიანი _ "ოცნებიდან" 3 კვირის წინ სახლში მოგვაკითხეს... მათ სახელებსაც ვიტყვი"

პარტიის “კანონი და სამართალი” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან’ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობის კომპლექსი არ გააჩნია: – მათ დროს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემის გამო ვიყავი ოპოზიციაში და ზუსტად იმას ვაპროტესტებდი, რამაც ეს წარმატებული პარტია ქვეშ მოიყოლა. წარმატებული პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა, აბა რა იყო?! მან სახელმწიფო ინსტიტუციები ააშენა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა, მაგრამ ქვეშ მოიყოლა […]

რადიკალების მიერ დამწვარი ევროკავშირის დროშის ადგილზე კახა კუჭავამ ახალი დროშა დაკიდა

რადიკალების მიერ დამწვარი ევროკავშირის დროშის ადგილზე კახა კუჭავამ ახალი დროშა დაკიდა

პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს ევროკავშირის დროშა თავად დაკიდა. “ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, […]

რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველზე სპეცრაზმი მიიყვანეს

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი მიიყვანეს. დამატებითი ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები ამ წუთებში ეკიპირებას ირგებენ. თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, პარლამენტთან აქცია დასრულებულია, ამჟამად კი ორივე დაპირისპირებულ მხარესთან საუბრის საფუძველზე, აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე მუშაობენ. როგორც სირაძემ რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ტერიტორიიდან მდუმარე აქციის მონაწილეებს […]

კახა კუჭავა – “არავითარი მაგრამ! გუშინდელს არანაირი გამართლება არ აქვს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!”

კახა კუჭავა - "არავითარი მაგრამ! გუშინდელს არანაირი გამართლება არ აქვს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!"

გუშინ ის შემთხვევა იყო, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვით “მაგრამ“ – ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ველოდებით მკაცრ რეაგირებებს! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბიუროს სხდომა გახსნა. კუჭავას შეფასებით, ის რაც 5 ივლისს მოხდა, იყო სამარცხვინო, რაც საქართველოს არ ეკადრება. “ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ […]

ღარიბაშვილი – “ვინც გუშინ ძალადობა ჩაიდინა, ყველა დაისჯება”

ირაკლი ღარიბაშვილი - "მალე ვიხილავთ თმების თრევით გამოძევებულ სააკაშვილს"

ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიის წარმომადგენლების ცემისა და მათზე თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ძალადობის ჩამდენი დაისჯება. „კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. […]