თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ადრე ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გახარია ივანიშვილის პროექტი იყო: – მახსენდებოდა ივანიშვილის სიტყვები იმაზე, რომ “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მას ჩაანაცვლებდა ახალი ძალა. ახლა დარწმუნებული არა ვარ იმაში, არის თუ არა გახარიას ახალი როლი და პარტია დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. “ქართულ ოცნებას” მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იანი ბარიერის […]
კატეგორია: პოლიტიკა
დეგნანი – “იმედია, პარლამენტი შეაჩერებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს”
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენა შეაფასა. _ ჩვენ საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით სასამართლო რეფორმებზე 25 წლის განმავლობაში, ეს პროცესია და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა წარმართულიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესი. განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გაგრძელდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს […]
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის უფროსად ნიკოლოზ დიასამიძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი – პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე. მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო […]
“დღეს ღარიბაშვილი გაცილებით კონსტრუქციულია, ვიდრე წინა პრემიერობისას იყო” – დავით ჭიჭინაძე
“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძეს უნდა, თავისი მნიშვნელობა დაუმტკიცოს “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს: – არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება კობახიძის ასე გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ მას უნდოდეს ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი. არჩევნების წინ ჩატარდეს ყრილობა და ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს. შეიძლება ეს იყოს მიზანი. თუმცა, ღარიბაშვილი, განსხვავებით მისი წინა პრემიერობისა, დღეს გაცილებით კონსტრუქციულად […]
სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს შეხვდა
გიორგი თაბაგარი – “კობახიძემ კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა”
ღირსების მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით – “თბილისი პრაიდს უნდა ეთქვათ ღონისძიების ჩატარებაზე” – საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა – ადამიანის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. “ადამიანი, რომელიც თავს უწოდებს კონსტიტუციონალისტს, ის საქართველოს ამჟამინდელი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია და ამ პირობებში განსაკუთრებით ტრაგიკულია ის განცხადება, […]
“კობახიძე “ოცნების” მესაფლავე გახდება” – პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძე ბევრ პროცესზეა პასუხისმგებელი: – სწორედ კობახიძემ დაიწყო თავის დროზე ჯერ კიდევ რესპუბლიკელების ჩაძირვა. კობახიძემ ჩაძირა და გაისტუმრა კვირიკაშვილი. კობახიძე ითვლებოდა ბიძინას გუნდში, როგორც ყველაზე სანდო, საიმედო, ერთგული პირი “ქართულ ოცნებაში”. ამიტომ სწორედ ის აგებს პასუხს იმაზე, სადამდეც მივიდნენ. ივანიშვილი რომ მხარს უჭერდა კობახიძეს, მე სულაც არა […]
ირაკლი კობახიძე – “გეი-პრაიდის გამართვაზე ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვას”
მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულება – მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც პრაიდის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. წამყვანის რეპლიკაზე, “ეკლესიას უგორებთ კოჭს?” კობახიძე ამბობს, “ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედი მაქვს, ეკლესია მე გამომიგორებს კოჭს”. კობახიძის თქმით, მთელი კონტექსტის […]
სააკაშვილი ვაშაძეზე – “რა ქნას, მოშივდა საბრალოს”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ გიორგი ვაშაძე პოროშენკოს უკრაინაში ფულს მისი ლანძღვის საშუალებით აკეთებდა, რასაც ახლა ივანიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებით ახერხებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკოსს ფულის კეთებისთვის ორ-სამ თვიან ვადას აძლევს. რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. […]
“ოცნება” გახარიას პარტიასთან კოალიციას გააკეთებს” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია გარკვეულ მუნიციპალიტეტებში საკმარის მხარდაჭერას მიიღებს: – არც იმას გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობას გაუჭირდეს მისი პარტიის მონაწილეობის გარეშე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. მას შეეძლება გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა საკრებულოებში. – რამდენად შესაძლებელია, დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები დადგეს? – გიორგი გახარია და სხვა ოპოზიციური პარტიები ერთად “ქართულ ოცნებას” პრობლემას […]










