“დღეს ღარიბაშვილი გაცილებით კონსტრუქციულია, ვიდრე წინა პრემიერობისას იყო” – დავით ჭიჭინაძე

"დღეს ღარიბაშვილი გაცილებით კონსტრუქციულია, ვიდრე წინა პრემიერობისას იყო" - დავით ჭიჭინაძე“ტრიბუნას” ლიდერი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძეს უნდა, თავისი მნიშვნელობა დაუმტკიცოს “ქართულ ოცნებას”, ბიძინა ივანიშვილს:

– არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება კობახიძის ასე გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყოს, რომ მას უნდოდეს ირაკლი ღარიბაშვილის ადგილი. არჩევნების წინ ჩატარდეს ყრილობა და ღარიბაშვილი ჩაანაცვლოს. შეიძლება ეს იყოს მიზანი. თუმცა, ღარიბაშვილი, განსხვავებით მისი წინა პრემიერობისა, დღეს გაცილებით კონსტრუქციულად ცდილობს წარმოჩნდეს. ის აშკარად არ შედის არც ერთ მხარესთან ღია დაპირისპირებაში. წარმატებული ვიზიტი ჰქონდა მას სომხეთსა და აზერბაიჯანში. სახელმწიფოს ფუნქციის დაბრუნებაზე დაიწყო ზრუნვა. სერიოზულ პოლიტიკაზე უფრო აკეთებს აქცენტს, ვიდრე შიდა პარტიულ თუ გუნდურ პოლიტიკაზე.

კობახიძეს ოპოზიციის ლანძღვისა და ჩაძირვის მეტი სხვა საქმე არ აქვს. ამით ცდილობს ერთგულება დაუმტკიცოს ივანიშვილს.

– გუნდში ვის უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება – ღარიბაშვილს თუ კობახიძეს?

– ალბათ ტრადიციას აღადგენენ. პარტიის ყველა თავმჯდომარე პრემიერი იყო. ივანიშვილს ურჩევნია, ისევ ღარიბაშვილი ჰყავდეს პრემიერად. წინასაარჩევნოდ სიების ფორმირება გუნდში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდება თუ არადა, ეს ხალხი გახარიასთან წავა.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა