ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ. თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის საინტერესო არ არის “ამ ადამიანების შეფასებებზე კომენტარის […]
კატეგორია: პოლიტიკა
“მურუსიძის სასამართლო ივანიშვილსაც მიადგება” – მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ სჯერა მურუსიძის სასამართლოსი: – მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სწორედ მიხეილ სააკაშვილს უკიდურესად ვაკრიტიკებდი სასამართლო სისტემის არარსებობის გამო. მურუსიძის სასამართლოს გამო. – რომელიც შეიძლება ბუმერანგად მოუბრუნდეს მას. – დიახ. მოუბრუნდა კიდეც, რადგან ის სწორედ მურუსიძის სასამართლომ გაასამართლა. ამ ქვეყანაზე მუდმივი არაფერია, მათ შორის, არც ხელისუფლება. მურუსიძის სასამართლო […]
დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ინიშნება
როგორც „ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. „ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიის მხარდაჭერებს ხვდებიან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეთანხმდნენ, რომ დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი პაარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლებს და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნება. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ქვრივიშვილს ტურიზმის, კურორტების და ავიაციის საკითხები ჩაბარდება.
კობახიძე – “გახარიამ თავის გუნდს ზურგში დანა ჩაარტყა”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუნდიდან წასულმა გახარიამ მოიტყუა და საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა. გახარიამ მოიტყუა პირველ რიგში 17-18 თებერვალს და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი. სამწუხაროდ ეს რეჟიმი გრძელდება და ამის ნიშნებს მკვეთრად დაინახავს საზოგადოება. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან”, – თქვა ირაკლი კობახიძემ. […]
ნიკა მელია თბილისში დაბრუნდა – “პარლამენტის შესვლაზე გადაწყვეტილებას თვის ბოლოს გამოვაცხადებთ”
ენმ-ს თავმჯდომარე თბილისში დაბრუნდა. ნიკა მელია კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად 16 მაისს გაემგზავრა. “ახლაც კი დღეს, 12 საათზე მაქვს შეხვედრა კოლეგებთან, ხვალ გაგრძელდება, ზეგიდან რეგიონებში გავდივართ და თვის ბოლოსთვის მზად ვიქნებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მისაღები” – ამბობს ნიკა მელია. ენმ-მ ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – შევა თუ არა პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილება წესით რამდენიმე დღეში უნდა […]
“კახი კახიშვილი ღარიბაშვილის გუნდში წავა” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახი კახიშვილზე საუბრობს. – კახი კახიშვილი “ქართული ოცნების” სახეა, ის არის პატიოსნების სახე, რომელსაც ვერ უნახეს ერთი მომდურებული ადამიანი. ამ კაცს რომ მოიმდურებ და ასე გამოიყვან მდგომარეობიდან, აი აქ უკვე დასრულდა ყველაფერი. – რა მოხდა, კობახიძის ფრთას დაეტაკა? – კახიშვილმა ვერ დაინახა გუნდურობა და გვერდში დგომა. ტვ პირველმა რამდენიმედღიანი […]
ალეკო ელისაშვილი – „ბოკერიას დამლაგებელიც აღარ დარჩა პარტიაში, ყველა გაექცა“
ბოკერიას დამლაგებელიც აღარ დარჩა პარტიაში, ყველა გაექცა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა. „გუშინ ისეთი სასაცილო რამ თქვეს, ალბათ ქართულ პოლიტიკურ ანეკდოტებში პირველ ადგილზე გავა – „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა არ შევა პარლამენტში. ყველა შემოვიდა და ვინ აცხადებს რომ არ შემოვა?!. მაგ პარტიიდან ვისაც მანდატი ჰქონდა ყველა შევიდა პარლამენტში და რას უცხადებენ ბოიკოტს? ბოკერიას […]
„გადაწყდება მეგობრულ ატმოსფეროში ორ სახელმწიფოს შორის“ – ბოლქვაძემ დმანისის ინციდენტზე
პარლამენტარმა „ქართული ოცნებიდან“, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ დმანისში ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანულ თემებს შორის კონფლიქტზე საუბრისას „ორი სახელმწიფო“ ახსენა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საკითხი „ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ ატმოსფეროში გადაწყდება“. „საქართველოსთვის ყველა თავისი მოქალაქე არის ძალიან ძვირფასი. რა თქმა უნდა, ეს კონფლიქტი იქნება დარეგულირებული, აუცილებლად უნდა იყოს გამოძიება და მე დარწმუნებული ვარ, რომ […]
დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ
დმანისში დაპირისპირებული მხარეები შერიგდნენ. ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი ორდღიანი კონფლიქტი ამ დროისთვის ამოწურულია. მათ სიმბოლურად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. დმანისში ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. “მოხარული ვარ და ბედნიერი ვარ, რომ ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი, რომელსაც ეთნიკური გაღვივების საშიშროება ჰქონდა, ყველა მხრის, სასულიერო პირების, სახელმწიფოს და მოსახლეობის ჩართულობით მოგვარდა. ერთმანეთს მიუტევეს, შერიგდნენ, რაც მისასალმებელია,”-განუცხადა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა. დმანისში დაპირისპირება გუშინ […]
დმანისის შესასვლელთან მანქანის მძღოლი ხელკეტებით ცემეს
ქალაქ დმანისის შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა. ჯოხებითა და ქვებით დააზიანეს მანქანაც. როგორც ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა და მასთან დაპირისპირებაც სწორედ აღნიშნულს მოჰყვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მათ შორის ძალოვან უწყებას მუნიციპალიტეტისკენ მიმავალი გზა […]










