“რიონის მცველები” თბილისიდან იმერეთში უკვე დაბრუნდნენ. ქალაქის შესასვლელში მათ ქუთაისელები ტაშით დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქში წასვლა რიგი მიზეზების გამო ვერ მოახერხეს, რის გამოც ისინი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ქუჩაში გამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს დახვდნენ. გუმათში საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სამართალდამცველები ადგილზე ავტომობილებით არიან განლაგებული. პოლიციელების მობილიზება ადგილზე დილიდან დაიწყო, ამის მიზეზი კი “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების ხეობაში დაბრუნების […]
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი – „მედიამ საზოგადოებას დამშვიდების საშუალება უნდა მისცეს“
დამოუკიდებლობის დღეზე, სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა მედიის პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რაც მეტია დამოუკიდებლობა მით მეტია პასუხისმგებლობა, რაც პირველ რიგში ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს ეხება. “მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება – აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში […]
სოსო ცინცაძე – “ღარიბაშვილმა იცის, გახარიას უკან ვინ დგას”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ა,ბობს, რომ გახარია ბევრისთვის იქცა თავის ტკივილად, მათ შორის, კობახიძისთვისაც. – კობახიძე რომ არ გრძნობდეს, რომ გახარიას უკან სერიოზული ძალა დგას, ასეთი გამწარებული არ იქნებოდა. ასეთი ეპითეტით არ შეამკობდა. მთლად მატყუარას არ უწოდებდა. კობახიძემ მშვენივრად იცის, ვინ დგას გახარიას უკან. – ვინ დგას? – დიდი ეჭვი მაქვს, რომ როგორც […]
ბაიდენი ღარიბაშვილს – “აშშ საქართველოს გვერდით დგას”
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ჯოზეფ ბაიდენის მილოცვაში ნათქვამია, რომ ერთგული პარტნიორის რანგში, ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით მსურს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მივულოცო და 26 მაისს ბედნიერება და ჯანმრთელობა ვუსურვო. ერთგული პარტნიორის რანგში, […]
კახა კახიშვილი – “სასჯელაღსრულების მინისტრი რომ ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და ამაში ფულს მთხოვდნენ”
– პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ – სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, პატიმრების ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ,. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვიყავი, მთავრობის საიტი დაბლოკეს, სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი, ბაზები მომპარეს და მერე ფულს მთხოვდნენ, პირველად ვამბობ, ამაზე გამოძიებაც დავიწყეთ. პატიმრების ბაზები მოგვპარეს […]
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს
ვარლამ გოლეთიანი – რატომ არ უნდა წავიდეს ხალხი 26 მაისის აღლუმზე
ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ რატომ არ უნდა წავიდეს ხალხი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღლუმზე. როგორც გოლეთიანი ამბობს, აღლუმზე ის მაღალჩინოსნები გამოდიან, რომლების პასუხისგებაში მიცემასაც ისინი მოითხოვენ, შესაბამისად, მისი აზრით, არასწორია აღლუმზე მათი მოსმენა. “26 მაისს გამოდიან ის ჩინოვნიკები, ვისაც მიემართება ჩვენი პროტესტი. ამიტომ, თუ ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ეს ბრძოლა არის […]
ძმები არველაძეები და ლაშა ტალახაძე – ვინ იქნება გახარიას გუნდში
მზადება დიდი პოლიტიკური განაცხადისთვის – გიორგი გახარია პოლიტიკურ ავანსცენაზე მეორედ ბრუნდება. “პირველების” ინფორმაციით ექს-პრემიერი კვირის ბოლომდე საზოგადოების წინაშე ახალი გუნდით წარდგება. ძმები არველაძეები და ძალოსანი ლაშა ტალახაძე – ეს იმ ადამიანების მცირე ნაწილია, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით ექსპრემიერის გვერდში ვიხილავთ. ყოფილი პრემიერის პოლიტიკურ შანსებზე მოქმედს საუბარი არ სურს. ღარიბაშვილი გახარიას შესახებ დასმულ შეკითხვას გაექცა. ოპოზიცია კი […]
ვარლამ გოლეთიანი – “აქციას ემიგრანტები აფინანსებენ” – 1 დღე 50.000 ლარი ჯდება
რა უჯდებათ საპროტესტო აქცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს თბილისში? თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მხარდამჭერები საკუთარი სურვილით შემოუერთდნენ, თუმცა ბევრის ჩამოყვანა თავად ორგანიზატორებმა უზრუნველყვეს. სამარშრუტო ტაქსები, აქციის მონაწილეთა რეგიონებიდან ორგანიზებული ჩამოყვანა და მათი კვება, ბრენდირებული მაისურები, საიმიჯო-საინფორმაციო კლიპები, სცენა, გახმოვანება, მობილური ავტომობილი გახმოვანებით, კარვები… ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ხშირად ამის ფუფუნება […]
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
„ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი, კერძოდ, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჩვენ, რადგან გვაქვს სცენა მოწყობილი რესპუბლიკის მოედანზე და კარვები გვაქვს გაშლილი, ბუნებრივია, იმ ტერიტორიას ვერ დავტოვებთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიძრათ რესპუბლიკის მოედნისკენ და იქ, რუსთაველის ქუჩა […]










