აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კორუფციისთვის სანქციებს უწესებს მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახ. დეპი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები. „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ […]
კატეგორია: პოლიტიკა
იოსელიანმა თავის მოადგილედ ელისაშვილის დისშვილი დანიშნა
სახალხო დამცველის ახალი მოადგილეებიდან ერთ-ერთი ალეკო ელისაშვილის დისშვილია. ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების” წევრი იყო და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ირიცხებოდა. საჯარო ადმინისტრირების მაგისტრს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს. ომბუდსმენის ახალი მოადგილე დღეს „პირველებთან” ამტკიცებდა, რომ თუ მისი დეპუტატი ბიძა ალეკო ელისაშვილი დააშავებს, მასაც გააკრიტიკებს. კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. […]
„არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა“ – პრეზიდენტი „ოცნებას“
„არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი, ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებით და ბრალდებებით გავაცილეთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სალომე ზურაბიშვილი – „ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და ვერც შემცვლით“
„ახლა უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. 2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. 3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. და რაც არ […]
„უღალატეს საქართველოს და ზვიად გამსახურდიას“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდია სიას აქვეყნებს
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,ფულზე გაყიდული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ე.წ. დეპუტატები, რომელთაც უღალატეს საქართველოს და ზვიად გამსახურდიას. გთავაზობთ ფოტოსურათზე წარმოდგენილი მოქალაქეების პირად მონაცემებს: თენგიზ ჩაჩავა – მას დიდი ხანია შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი; ზურაბ ძოწენიძე – მას დიდი ხანია შეჩერებული აქვს […]
„ბოროტმოქმედი“ – ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიაზე
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას ბოროტმოქმედს და დანაშაულებრივი სისტემის ერთ-ერთ შემოქმედს უწოდებს. პრემიერი პირდაპირ ამბობს, რომ “მთავარი არხის” დირექტორის პატიმრობიდან გათავისუფლება მისთის კატეგორიულად მიუღებელია. „ევროპარლამენტარებმა მოგვიწოდეს მედია მენეჯერის გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ეხლა ვინ არის გვარამია, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი შემოქმედი იყო აი ამ დანაშაულებრივი სისტემის. იგი, იყო პროკურორის მოადგილე, […]
ვიქტორ ჯაფარიძემ ნაკაიძეს მიკროფონი ზურგში ჩაარტყა – ვიდეო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის” წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. სხდომაზე ერთმანეთთან დეპუტატები ტარიელ ნაკაიძე და სოზარ სუბარი საუბრობდნენ, რა დროსაც, მოსაუბრეთა შორის სიტუაცია დაიძაბა, პროცესში კი სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში […]
რაზე ბჭობს „ქართული ოცნება“ ლიკანში?!
ლიკანში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო […]
წულუკიანი ჯანდაცვის მინისტრად ინიშნება?!
მორიგი სამთავრობო გადაადგილება „ოცნების” ხელისუფლებაში. ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს სავარაუდოდ მალე პრემიერმინისტრის ნდობით აღჭურვილი პირი დატოვებს. „მთავარ არხს” სანდო წყაროები უდასტურებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობასთან დამშვიდობება მოუწევს და ზურაბ აზარაშვილის სავარძელს თეა წულუკიანს გადააბარებენ, წულუკიანის ადგილს კი ქართული ოცნების დეპუტატი, ქეთევან დუმბაძე დაიკავებს. აზარაშვილი „მთავარ არხთან” მის შესაძლო გადაყენებაზე ინფორმაციას არ ადასტურებს. წყაროები კი ამბობენ, რომ […]
ლევან ხაბეიშვილმა 9 აპრილს აქცია დაანონსა და ხელისუფლებას დრო მისცა
„მე გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს. „მე გთავაზობთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ რუსთაველზე და ამასობაში დრო მივცეთ რუსულ ოცნებას იმისთვის, რომ რეალურად დაიწყოს კანდიდატის სტატუსისთვის მიღებისთვის სამუშაოები, რაც გულისხმობს 12 რეკომენდაციის შესრულებას. მათ მივცეთ 9 აპრილამდე დრო, რომ ისევე სწრაფად, როგორც […]










