ზუგდიდის ვიცე-მერმა გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. როგორც “მთავარი არხისთვის” ხდება ცნობილი, ფარულავა მოლაპარაკებებს აწარმოებს საკრებულოს წევრებთანაც “ქართული ოცნებიდან”. “მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს, ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის […]
კატეგორია: პოლიტიკა
აფხაზ გოგონას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა, ბოდიში მოახდევინეს
აფხაზი გოგონა, რომელმაც ტიკ-ტოკ ვიდეოში თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა, საოკუპაციო რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს. “მე გამოვაქყევნე ვიდეო, რომ აფხაზეთი საქართველოა. მე მთხოვეს. ამას ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ”. – ამბობს გოგო, სახელად ტანია. გოგოს საქციელი დაგმო მისმა მამამაც. “ეს უსამართლობაა. მე ომი გამოვიარე”. მამას ჰკითხეს, როგორ მისცა გოგომ თავს ამის უფლება, […]
დანიელსონი – “ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ და ვნახოთ, ვინ მოაწერს მას ხელს”
ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო , – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. დანიელსონის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა. „დღეს მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო […]
სააკაშვილი – “საქართველოში ჩამომიშვით და ნახავთ, რომ 75% მე მიჭერს მხარს”
საიდან გავიწიო, ავორთქლდე, თვითლიკვიდაცია გამოვაცხადო თუ ხარაკირი ჩავიტარო პირდაპირ ეთერში. უკაცრავად და, ცოცხალიც რომ არ ვიყო, ბევრ მოქმედ პოლიტიკოსს კიდევ 50 წელი მოუგებს ჩემი, მკვდრის სახელი არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილმა დასვა შეკითხვა, რატომ არ უშვებენ მას საქართველოში და „საგამოძიებო ექსპერიმენტის“ ჩატარება […]
“საბანაძე ღარიბაშვილმა გაუშვა”
მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ევროკავშირში საქართველო ელჩის, ნატალია საბანაძის გადადგომაზე საუბრობს. – ნატალია საბანაძის წასვლაზე რას ფიქრობთ? – ისეთი სერიოზული დაპირისპირება მომხდარა მასა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის, ახლა, ბრიუსელში ვიზიტის დროს, რომ წავიდოდა ნამდვილად. უბრალოდ, არ მინდა ჭორაობა დავიწყო, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ სერიოზულად დაეტაკნენ ერთმანეთს. – ამ ვიზიტისას დაუპირისპირდნენ თუ მანამდეც მზადდებოდა ნატალია […]
“გახარია იმედგაცრუებული მეოცნებეების ხმებს წაიღებს” – თორნიკე შარაშენიძე
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არაფერი დაუშავდება გახარიას, თუკი ხალხის დიდი ნაწილი იფიქრებს, რომ გახარია რეალურად ბიძინასთანაა შეკრული: – არსებობენ იმედგაცრუებული მეოცნებეები. ეს დიდი მასაა და ისინი სიამოვნებით მისცემენ ხმას გახარიას, თუ იფიქრებენ, რომ გახარია არის ბიძინასთან. – ანუ ეს სიმართლე რომც არ იყოს, გახარიას აწყობს ამაზე საუბარი? – რა თქმა უნდა, […]
“კალაძე “ოცნებიდან” წასვლის დროს არჩევს” – ლევან ალაფიშვილი
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წლიდან კახა კალაძეს პრემიერობის პრეტენზია აქვს: – ვინაიდან პრემიერი არ გახდა, კალაძე ცდილობს სახელისუფლებო პარტიისგან დისტანცირებას და ამით საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებას. მან იცის, რომ “ქართული ოცნება” უკვე ტვირთია, რომლის ჩამოცილებასაც ის შეეცდება. – რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მერის პოსტზე კვლავ იყაროს კენჭი? – კალაძე თუ ადგილობრივ […]
“გახარია რუსული პროექტია და მას შანსი არ აქვს” – შოთა მალაშხია
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას პერსპექტივებზე საუბრობს: – გახარიას ბევრი ცოდვა, დანაშაული და გადაცდომა აქვს აკიდებული. საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება დასავლურ სტრუქტურებს. ეს ხელისუფლება ორად გაიყო. – ეს ორი ნაწილი ერთმანეთის ოპონენტი არ იქნება? – „რუსული ოცნება“ ორად გაიყო. ორივე რუსეთს წარმოადგენს. გახარია ივანიშვილის კი არა, რუსეთის პროექტია. ივანიშვილიც რუსეთის პროექტია […]
პოლიციამ “ქართული ოცნების” ოფისთან აქტივისტები დააკავა
დაპირისპირება და ხმაური გრძელედება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან – პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. სამოქალაქო აქტივისტებს “ოცნების” ოფისის შენობაზე სტიკერის გაკვრა სურდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა ,”საქართველოსთვის” წევრები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. შგეახსნებთ, რომ მანამდე “ქართული ოცნების” ოფისთან, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქციაზე 4 პირი დააკავეს. ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილიზებული.
“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად შალვა პაპუაშვილი დაინიშნა
პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მდინარძემ აღნიშნა, პაპუაშვილის სამსახურის ფუნქციებში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაციაა. „პირველი საკითხი იყო ახალი მდივანი, რომელზეც გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ და მოიწონა უმრავლესობამ. საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი იქნება შალვა პაპუაშვილი, რომელსაც აქვს […]










