კატეგორია: პოლიტიკა

გახარია – გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი

გახარია - "ოცნების" სიის პირველი ნომერი ვიქნები თუ ბოლო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს"

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას „კრიზისს ვერ დაარქმევდა“.როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, გაივლის დრო და არავის ემახსოვრება, კონკრეტულად ვინ შევიდა პარლამენტში ან ვინ თქვა შესვლაზე უარი. „ადამიანურად მიმაჩნია, რომ ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პოლიტიკური კრიზისი ასევე მნიშვნელოვანია, […]

ნიკა მელია – „ვანო მერაბიშვილთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ! გამორიცხულია!“

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

“ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ის არ პირებს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ძაგებას, მაგრამ აქვე აცხადებს, რომ მასთან არანაირი სახის თანამშრომლობას არ პაირებს. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამოცანები, რომელსაც უსახავს პარტიას, არ მოდის თანხვედრაში მისი და მერაბიშვილის ურთიერთობა. “ვანო მერაბიშვილი […]

წულუკიანი ლომჯარიას წინააღმდეგ – “ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს”

ნინო ლომჯარია - ”თეა წულუკიანის უკანონო ქმედება უნდა შეისწავლოს სახელმწიფო ინსპექტორმა”

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანას სახალხო დამცველი არ ჰყავს. თეა წულუკიანი ომბუდსმენის აპარატს მოუწოდებს, დაესწროს იურიდიული კომიტეტის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის პროექტის განხილვაში: “უვადო პატიმრებს მინდა შევეხო. მე არ ვიცი რამდენად გვესწრება აქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მგონი, არ არის იმიტომ, რომ ჩვენ, მგონი სახალხო […]

ელისაშვილი ხოშტარიაზე – „დიდი ხანია, კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ“

ალეკო ელისაშვილი - „რვა წლის თავზე “ქართული ოცნება” არის საკუთარი თავის კარიკატურა”

ელენე ხოშტარიას “ევროპული საქართველოდან” წასვლის შესახებ ინფორმაციას ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ მას და პარტიის სხვა ლიდერებს დიდი ხანია, ერთმანეთში კონფლიქტი ჰქონდათ. ელისაშვილმა არ იცის, ამჯერად რა გახდა მოტივატორი, რამაც მისი წასვლა დააჩქარა: “ელენე ხოშტარიას და “ევროპული საქართველოს” ლიდრებს რომ კონფლიქტი ჰქონდათ და უთანხმოება, დიდი ხნის განმავლობაში, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. შემდეგ რას გააკეთებს […]

გიგა ბოკერია – რიგგარეშე არჩევნების გადადება ქვეყნისთვის სახიფათოა

გიგა ბოკერია - "ოცნებამ"უტიფრობის საკუთარი რეკორდი მოხსნა"

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს: “რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს, ვინაიდან გადადება ქვეყნისთვის სახიფათოა. არანაირი სერბული მოდელი არ არსებობს. სერბეთის მაგალითი მოიყვანა საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ ჩვენთვის […]

ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს

ელენე ხოშტარია  გლდანის ციხეში შევიდა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარტიას ტოვებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს და აცხადებს, რომ ხოშტარია გადაწყვეტილებას ცოტა ხანში გააჟღერებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ახალ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში. როგორც ცნობილია, მისი გადაწყვეტილების შესახებ “ევროპული საქართველოს” სხვა წევრებმაც იციან, თუმცა, ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე კომენტარებისგან თავს […]

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.ამ წუთებში ყრილობა პარტიის ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. მანამდე შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა. ასევე, ღონისძიებაზე “ლაივ” რეჟიმში ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. როგორც ცნობილია, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა). ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ […]

„წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ 2020-ის არჩევნებზე დომხალი ყოფილიყო“ – ხათუნა გოგორიშვილი

"სანამ ივანიშვილს სანქციებით არ დაემუქრნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღეს"

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” საუბრობს. _ წულუკიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ ამომრჩეველს უღალატა და ძნელია განასხვავო, მებოიკოტეები არიან თუ საბოტაჟნიკებიო. _ ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ 2020 […]

”მე მითხრეს, მოიფიქრე, რას გააკეთებ, რა გინდაო“ – რამდენი მილიონი დაგვიჯდება „ოცნებიდან“ გაშვებული დეპუტატების შენახვა

”მე მითხრეს, მოიფიქრე, რას გააკეთებ, რა გინდაო“ - რამდენი მილიონი დაგვიჯდება „ოცნებიდან“ გაშვებული დეპუტატების შენახვა

საპარლამენტო სიის მიღმა დარჩენილი ქართული ოცნების დეპუტატები სამთავრობო უწყებებში დაასაქმეს – ბიძინა ივანიშვილს ახლა განაწყენებული ხალხი არ უნდა, ამიტომ ყველას ასაქმებენ იქ, სადაც მათ სურთ. ზოგი ითხოვს დიდ კაბინეტს, მაღალ ხელფასს და თანამდებობას, რომელსაც მძღოლი ემსახურება, ზოგი კი ამ დრომდე ელოდება, როდის გაახსენდება პარტიას, რომ პოსტს მასაც დაპირდნენ. ”მე მითხრეს, მოიფიქრე, რას გააკეთებ, რა გინდაო, […]

64.9% – ნიკა მელია, 36.1% – ლევან ვარშალომიძე – ხმის მიცემა შეწყდა

64.9% - ნიკა მელია, 36.1% - ლევან ვარშალომიძე - ხმის მიცემა შეწყდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ხმის მიცემა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. 64.9% ნიკა მელია, 36.1% ლევან ვარშალომიძე – ასეთია წინასწარი შედეგები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისი განცხადება ნაციონალურმა მოძრაობამ ფეისბუქში გააკეთა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც […]