გიგა ბოკერია – რიგგარეშე არჩევნების გადადება ქვეყნისთვის სახიფათოა

გიგა ბოკერია - რიგგარეშე არჩევნების გადადება ქვეყნისთვის სახიფათოა“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს:

“რიგგარეშე არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს, ვინაიდან გადადება ქვეყნისთვის სახიფათოა. არანაირი სერბული მოდელი არ არსებობს. სერბეთის მაგალითი მოიყვანა საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ძალიან მნიშვნელოვანმა ფიგურამ ჩვენთვის და ევროპარლამენტშიც – სერბეთშიც ქვეყნის ხელისუფლება დაგვიანებით, მაგრამ მიხვდა, რომ იმ ვითარების შენარჩუნება, როცა პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა არ გაქვს, შეუძლებელია, თუ რჩები ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის და ინტეგრაციის ჩარჩოში. ამის მაგალითად მოიყვანა, არაფერ შუაშია კონკრეტული თარიღები”. – აღნიშნა ბოკერიამ.

ხაზარაძის გუშინდელი განცხადების მიხედვით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საჭიროა ე.წ. სერბული მოდელის გამოყენება – აღნიშნული ფორმულირება ასახავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სერბეთში პოლიტიკური კრიზისის დროს შეიქმნილ პოლიტიკურ მიმართულებას, როდესაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შედგა შეთანხმება – არჩევნები ოთხის ნაცვლად, 2 წელიწადში ჩატარებულიყო. ხაზარაძის აზრით, ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს და აქედან დაიწყოს 4 წლის ათვლა.