ელისო ბოლქვაძე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამბობს, რომ ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი. “მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა, ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც […]
კატეგორია: პოლიტიკა
„ტვ პირველში სატანისტური ორგიები იმართება“ – გია ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტის კითხვას, რომ ელისოს ბოლქვაძის ინიციატივით, შესაძლოა, პარლამენტში როიალი შეიტანონ, ასე უპასუხა: ”არსებობს მოსაზრება, რომ ტვ პირველში სატანისტური ორგიები იმართება. არსებობს ამაზე მოსაზრება, მაგრამ რეალურად, ეს არავის დაუმტკიცებია”, – თქვა ვოლკსიმ.
“პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს მანდატების გაუქმებაზე მიმართა
ირმა ინაშვილის თქმით, “პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. “მე ვიყავი ერთერთი პირველი, რომელმაც თქვა, რომ არ შევა მე-10 მოწვევის პარლამენტში, ვინაიდან გაყალბდა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. სრულიად უსაგნოა “ქართული ოცნების” ლოგიკა, რომელიც გვეუბნება, რომ ოპოზიცია თითქოს ვერ ამტკიცებს ამ არჩევნების გაყალბებას. არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა… კარგად […]
დავით სერგეენკო – „პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია“
პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. „იმედი მაქვს, თუმცა სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა. რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას, რვაჯერ გავიარე ეს პროცედურა და საკმაოდ ინტენსიური დისკუსია იყო. ჩემი მხრივ, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ეს არ იქნება დითირამბების მიმძღვნელი შეხვედრა, არამედ იქნება კრიტიკული, […]
ირაკლი ზარქუა ნათია თურნავას – “არ მოგასვენებთ არც თქვენ და არც თქვენს მოადგილეებს”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს. როგორც მან პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკური პროფილის მინისტრებს უსმენენ, პარლამენტმა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ აღნიშნული კუთხით არსებული პრობლემები აღმოიფხვრას. “სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორის ტექნიკური დათვალიერების პროგრამა უკეთესი შედეგის სურვილს ტოვებს. ახლაც ჩვენ რომ ავდგეთ და […]
ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე – ნაციონალები პარტიის თავმჯდომარეს ელექტრონული წესით აირჩევენ
“ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, უკვე პარტიის ყრილობაზე მოხდება პარტიის თამვჯდომარის არჩევა, ყრილობა კი თვის ბოლოს ჩატარდება. “პოლიტიკურ საბჭოს სხდომაზე ერთადერთი საკითხი იყო დღის წესრიგში, ეს იყო ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის […]
ნიკა მელია – „ნაცვლიშვილი და ფარცხალაძე ღარიბაშვილთან შეხვედრას მთხოვდნენ, უარის შემდეგ ბრალი წამიყენეს“
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “მთავარ არხთან” ამბობს, რომ 2013 წელს მას, “ოცნების” წარმომადგელნები, ლაშა ნაცვლიშვილი და ოთარ ფარცხალაძე, სთხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და მის გაცნობას. ნიკა მელიას თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის შემდეგ მას “ქართუ ბანკის” ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე ბრალი წაუყენეს. 2013 წლის დასაწყისში, სანამ თბილისის მერობის კანდიდატად დავსახელდებოდი, მაშინდელი, “ქართული ოცნების” […]
გოჩა ლორთქიფანიძე – “იუსტიციის მინისტრი რამდენიმე თვე ვიქნები და მერე ჰააგაში წავალ”
გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის ჰააგის მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნება წარმოდგენილი, თუმცა ეტაპობრივად. როგორც თავად განმარტავს, ამ ეტაპზე არის არჩეული მოსამართლე, თუმცა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს უფლებამოსილება ჯერ არ აქვს და ამისთვის მინიმუმ რამდენიმე თვეა საჭირო, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. “მე ვარ არჩეული მოსამართლე, მაგრამ არ ვარ მოსამართლე, რომელიც ჯერ თავისი […]
სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას უჩივის!
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიმართა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მოითხოვა, რეაგირება ჰქონოდათ გვარამიას პირად ფეისბუქგვერდზე გამოქვენებულ პოსტთან დაკავშირებით. ქარტიის განცხადებით, ადმინისტრაციის წერილში ეწერა, რომ 11 დეკემბერს გვარამიამ “შეურაცხმყოფელი და ყოვლად მიუღებელი” პოსტი გამოაქვეყნა პრეზიდენტზე. ქარტიაში ამბობენ, რომ გვარამიას ფეისბუქზე გამოქვეყნებული პირადი მოსაზრება არ არის მედიაპროდუქტი, ქარტია კი თვითრეგულირების ორგანოა, […]
ირაკლი ოქრუაშვილი – არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! – არ ვიმუქრებით, „კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო“
არ იქნება ხელახალი არჩევნები? – არ იქნება მშვიდობა! – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მხოლოდ ერთ საკითხზე უნდა გაიმართოს – როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები. „საერთოდ მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან […]









