დავით სერგეენკო – „პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია“

დავით სერგეენკო - „პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია“პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„იმედი მაქვს, თუმცა სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა.

რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას, რვაჯერ გავიარე ეს პროცედურა და საკმაოდ ინტენსიური დისკუსია იყო. ჩემი მხრივ, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ეს არ იქნება დითირამბების მიმძღვნელი შეხვედრა, არამედ იქნება კრიტიკული, მწვავე კითხვები და დისკუსიებიც“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.