„ძალიან უმსგავსოდ მლანძღავდნენ, რომ ელისაშვილს უნდა პოლიტპატიმრების იქ დატოვება. პირიქით, მოლაპარაკების პროცესი რომ არ მიდიოდეს არც ისინი იქნებოდნენ გამოშვებულები“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „რეაქციაში“. “პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ ცოცხალი თავით, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო და მინდა ყველას ვუთხრა, ძალიან უმსგავსოდ მლანძღავდნენ, რომ ელისაშვილს უნდა პოლიტპატიმრების იქ დატოვება. პირიქით, მოლაპარაკების პროცესი რომ არ მიდიოდეს არც ისინი იქნებოდნენ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოპოზიციის სპექტაკლებში “გირჩი” არ მონაწილეობს“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი
როგორც კი 38 დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მეორე დღესვე „გირჩიც“ გავა პარლამენტიდან. ახლა ოპოზიციის სპექტაკლებში არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ოპოზიციური ერთობის მომხრე არიან, შესაბამისად, ირაკლი კობახიძეს შეუძლია ყურადღება „გირჩსაც“ მიაქციოს. ამის შესახებ „2020NEWS“– თან საუბრისას განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, რომელიც თვლის რომ ოპოზიციას ბოიკოტის არაფერი ეტყობა, დაფინანსებაც აიღო და მომდევნო არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას. მისივე […]
„ოპოზიციაში “ქართუს” თანამშრომლები არ არიან, რომ ხელფასების წართმევით შეაშინო“ – დავით ბერძენიშვილი
ბიძინა ივანიშვილი დიქტატურით იმუქრება, მაგრამ ოპოზიციაში „ქართუს“ თანამშრომლები არ არიან, რომ ხელფასების წართმევით შეაშინო. ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „2020NEWS-თან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც კობახიძის განცხადებით, “საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგაა” მიმართული, ჯერ კიდევ არაა ფაქტი. „საკმაოდ ირონიულად ვუყურებ დამფრთხალი ივანიშვილის სპიკერის, კობახიძის განცხადებას, რომლითაც დიქტატურით იმუქრებიან. ეს მუქარა, რომ […]
იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე გახდება
მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილდა, ახლა საზოგადოების ინტერესი აღმასრულებელი ორგანოს დაკომპლექტებისკენაა მიმართული. ვიდრე მინისტრთა კაბინეტი გადახალისდება, მანამდე კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ ამ მხრივ დიდი ცვლილებები არ იგეგმება და ის თითქმის უცვლელი დარჩება 1-2 გამონაკლისის გარდა. მოგეხსენებათ, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად ისევ გიორგი გახარია წარუდგინა. მას შემდეგ, რაც თეა […]
გია ვოლსკი – “ახალ მთავრობაში ახალი სახეები არ იქნება”
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ იხილება კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი და იუსტიციის მინისტრის მნიშვნელოვანი პოსტია შესავსები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ახალ სახეებთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც ამ ფორმულირებას ახალისებს, ეს არის სკანდალის წარმოშობის აუცილებლობა, რომელსაც განიცდის კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ტელევიზიები, სხვა არანაირი საფუძველი, რომ […]
ამნისტია ასობით პატიმარს შეეხება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც ასობით პატიმრის განთავისუფლებას მოუხსნის ან შეუმსუბუქებს სასჯელს.სარჯველაძემ იმ დანაშაულებრივ კატეგორიებზე ისაუბრა, რომლებიც ამნისტიას დაექვემდებარება: “ამნისტიის ინიციატივა გულისმხობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც, იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითიტებულია კანონპროექტში, და რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხევვაში […]
“თალაკვაძემ ივანიშვილი ახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა დაარწმუნოს”
ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ პარლამენტს ყველაფერში შეექმნება პრობლემა – უცხოეთის დელეგაციები ვერ დაკომპლექტდება. პარლამენტი პრაქტიკულად ხეიბარია. ისედაც ხეიბარი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელში და ახლა მით უმეტეს. _ კვორუმისთვის 76 ხმაა საჭირო, „ოცნებას“ კი მხოლოდ 90 დეპუტატი ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ გაცდენები არც თუ ისე მცირეა ხოლმე და მოუწევთ სრული მობილიზება. […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „საფრანგეთში 1956 წლიდან მოქმედებს აბატი პიერის კანონი, რომელიც ე.წ. გამოსახლების საწინააღმდეგო კანონია“
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აფრიკის დასახლებაში მოსახლეობისათვის სახლების ნგრევის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: „საფრანგეთში 1956 წლიდან მოქმედებს აბატი პიერის კანონი, რომელიც ე.წ. გამოსახლების საწინააღმდეგო კანონია და სასამართლო აღმასრულებლებს უკრძალავს ნოემბრიდან აპრილამდე, სიცივის პირობებში იმ ადამიანების გამოსახლებას, ვინც ვერ იხდის ქირას. 1956 წელს პარიზში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალებამ, რომელიც ქირის გადაუხდელობის […]
აფრიკის დასახლებაში მერია სახლებს ანგრევს – დაშავდა ორსული ქალი
თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერია მოსახლეობას სახლებს უკვე რამდენიმე საათია უნგრევს. ადგილობრივი მოსახლეობა მერიის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ქალები და 1 ორსულიც. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მერმა, კახა კალაძემ, 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და რომ “ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა […]
ელენე ხოშტარია – „თაბორის მთაზე ბიძინას 5 წუთში ყველაფერი რომ მისცეს, ის კანონიერი იყო?“
ელენე ხოშტარია ფეისბუქზე წერს: „თაბორის მთაზე ბიძინას 5 წუთში ყველაფერი რომ მისცეს, ის კანონიერი იყო, იმიტომ რომ, შეიკრიბენ მონები, მისცეს ხმა და დამთავრდა. ქაღალდზე წერია და მორჩა. აფრიკაში რომ უნგრევენ ეგ მოსულა, ქაღალდზე არ წერია. აი მთავარი უბედურება, ქაღალდზე დაწერილი იქცა კანონად. არალეგიტიმური, უკონტროლო მთავრობის ყველაზე დიდი პრობლემა ესაა.“










