გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება, თუ ამის სურვილი აქვს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი მიმართვის დროს თქვა, რომ მისმა მხარდამჭერებმა ხელი უნდა გაანძრიონ, რათა ის ჩამოვიდეს. ჟურნალისტმა ჯაფარიძეს ჰკითხა, რამდენად სჭირდება მას სააკაშვილის ჩამოსვლა და რის გაკეთებას აპირებს ამისთვის. “მე არაფერში არ მჭირდება, თუ უნდა, შეუძლია ჩამოვიდეს. არაერთხელ გვაქვს მოსმენილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
მელია – “კალაძე ინტელექტისგან დაცლილი ადამიანია, მის სიტყვას ნულის ფასი აქვს”
„არ მიყვარს პერსონალური თავდასხმები, მაგრამ კალაძე არის ღრმად არასერიოზული, ინტელექტისგან და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან დაცლილი ადამიანი, რომელიც კლასიკურად არის პერსონიფიკაცია მედროვეობის,“ – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კახა კალაძის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ უარი თქვა ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რაც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. “საერთოდ არის საქმის კურსში ბატონი კალაძე რაზე […]
კალაძე – “ოცნება” ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს”
“ქართული ოცნება” არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს. „გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე – “ქართული ოცნება” არ განიხილავს […]
რუსთაველზე აქცია იწყება
ყველა ვინც თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მათი ხმები მოიპარა, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და მათი მხრდამჭერები გაყალბებულ შედეგებს ისევ ქუჩაში აპროტესტებენ. მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები; ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება. “მოთხოვნა არის ხელახალი არჩენვები სანამ ეს არ გაკეთდება არცერთი […]
შალვა ნათელაშვილი – “ხმების გადათვლა იგივეა, კაცს ტვინზე ოპერაციის ნაცვლად აპენდიციტი ამოვაჭრათ”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხმების გადათვლას არ დათანხმდება და მისი მოთხოვნა კვლავ არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. “დღევანდელ ვითარებაში ხმების გადათვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სჭირდებოდეს თავის ტვინზე ოპერაცია და მას ამოვაცალოთ აპენდიციტი. არაფერ შუაში არ არის ხმების გადათვლა არჩევნების შედეგების გაბათილებასთან, რომელიც მასობრივად გაყალბდა და არავითარი გადათვლა ამ საქმეში არ იქნება მკურნალი და წამალი”. […]
თამარ ჟვანია ოპოზიციას – “თქვენი გადაყენებული არ გაიშვას!”
“თქვენი გადაყენებული არ გაიშვას” – ასე უპასუხა ცესკო-ს თავმჯდომარემ ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციას. სხდომა კი დღეს პირველივე წუთებიდან ხმაურით დაიწყო. ჟვანიას “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მოსთხოვა დაკონკრეტება – რას აჯამებდა, საუბნო თუ საოლქოს შედეგებს. ჟვანიამ გოგორიშვილს არ უპასუხა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა ჟვანიასგან ცინიკური პასუხი მიიღო. დაპირისპირების დროს […]
გოგორიშვილი ჟვანიას – “მოსწავლეებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით!”
გრცხვენოდეთ, მოსწავლეებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით – ასე მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა. უნდა გრცხვენოდეთ, რომ სკოლის ბავშვებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით. დღეს უკვე ამტკიცებთ, რომ წერა-კითხვაც არ იცით…” ცნობისთვის, ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით სხდომა მიმდინარეობს, სადაც პარტიების საჩივრებს განიხილავენ.
ცესკოში თამარ ჟვანიამ და ხათუნა გოგორიშვილმა იჩხუბეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს. საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია. “ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის […]
ლევან კობერიძემ “ოცნებას” მინისტრთა პორტფელები მოსთხოვა – “შედგეს რეალური კოალიცია”
“ლელოს” წევრის, ლევან კობერიძის თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება შესაძლებელია ერთ-ერთი საკითხი ხელისუფლების მიერ მინისტრთა პორტფელების დათმობა იყოს. „ახლა საღი აზრი გვკარნახობს, რომ რაღაც გამოსავლები ვიპოვოთ. საერთო ოპოზიციურ ერთობაში ძალიან ბევრ რაღაცაზეა მსჯელობა, მაგრამ, რასაც ახლა ვიტყვი, ამაზე მსჯელობა არ ყოფილა. მაგალითისათვის, შეიძლება იყოს საუბარი – ერთი – არჩევნებზე, რაც არის დარღვევები, […]
“ოპოზიცია ხელისუფლებას მხოლოდ ახალ არჩევნებზე უნდა ესაუბროს” – აკაკი ბობოხიძე
“ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე უნდა ესაუბროს: – სხვანაირად რანაირად შეიძლება დადგინდეს ამ არჩევნების შედეგები?! 2 კვირის შემდეგ უკვე გადათვლითაც შეუძლებელია სიმართლის დადგენა. იმიტომ, რომ 2 კვირის შემდეგ კაცმა არ იცის, რა ხდება უბნებზე. ბეჭედი და ლუქი ამ ხელისუფლების ხელშია და არც კი ვიცით, იქ […]









