რუსთაველზე აქცია იწყება

რუსთაველზე აქცია იწყებაყველა ვინც თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” მათი ხმები მოიპარა, ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.

ერთის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები და მათი მხრდამჭერები გაყალბებულ შედეგებს ისევ ქუჩაში აპროტესტებენ.

მოთხოვნები უცვლელია:

ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის დანიშვნა;
პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
“მოთხოვნა არის ხელახალი არჩენვები სანამ ეს არ გაკეთდება არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა და აი ამ შენობაში (თბილისის პარლამენტში) იქნება კომუნისტური წყობა და ვერაფერს ვერ გააკეთებენ. მაინც იძულებულები იქნებიან, რომ ხელახალი არჩევნები დანიშნონ – არის ორი ძლიერი იარაღი: ერთი – ოპოზიციის ერთობა და მეორე – აი ეს ქუჩა და ამდენი ხალხი, ეს ხალხი არ აპირებს უკან დახევას”, – თქვა დევი ჭანკოტაძემ.

მთავარი