ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს. როგორც ოპოზიციური პარტიების აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, 20:00 საათამდე ჟვანიას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის შეხვდეს ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. „საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ქალბატონი ჟვანია და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – “ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ”
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მე-10 მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ამისთვის მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს. როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბარიერგადალახული პარტიების უდიდესი ნაწილი და „ნაცმოძრაობის“ ნახევარზე მეტი პარლამენტში შევა. „ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ […]
„ვინც პარლამენტში შევა, პოლიტიკურ მოღვაწეობას დაასრულებს“ – გურამ ჩალაგაშვილი
“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ “ოცნება” მიდის ვაბანკზე, რადგან შეუძლებელია, რომ ასეთი ძალადობით ჩატარებული არჩევნების შედეგები დიდხანს შეინარჩუნოს. – ხომ შეიძლება, რომ “ოცნებამ” ერთპარტიული პარლამენტითაც მშვენივრად იგრძნოს თავი? – “ოცნება” ვერ შექმნის ერთპარტიულ პარლამენტს. ახალ პარლამენტში ვერც შევლენ. შეუძლებელია, ქართველმა ხალხმა აპატიოს “ქართულ ოცნებას” ის, რაც მან ჩაიდინა. კვირას, 3 საათზე, არის […]
ნანუკა ჟორჟოლიანი – „ბიძინამ ჩემი ოლქი ამახია და თავის ძმაკაცს აჩუქა“
ნანუკა ჟორჟოლიანმა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში თქვა, რომ მისი ოლქი ბიძინა ივანიშვილმა მის კონკურენტს აჩუქა. _ დღეს ოპოზიცია არის ერთიანი, აქვს პრინციპული პოზიცია, მაგრამ შეინარჩუნებს ერთიანობას? _ გადახედეთ ოპოზიციის ძირითად შემადგენლობას. თუ მცირე გამონაკლისებს არ ჩავთვლით. ყველას უთანამშრომლია მასთან. ძალიან კარგად იციან, რა არის ბიძინასთან თანამშრომლობის ფასი. აღარ გჭირდები? გადაგდებული ხარ. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ […]
ხოფას ბაზრობაზე ოპოზიციას თავს დაესხნენ
ბათუმში, ე.წ ხოფას ბაზრობაზე ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წევრი მიშა ქავთარაძე “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, შემთხვევის დროს ოპოზიციის წევრებმა დაზიანებები მიიღეს. მისი თქმით, ხოფას ბაზრობაზე ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაიერებს არიგებდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკირი შეურაცხყოფა მიაყენეს. “ფალიერებს ვარიგებდით და ხვალინდელი აქციის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას ვაწვდიდით, ამ დროს ერთი […]
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 43 წლის თედორე გობეჯიშვილი გარდაიცვალა
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს და მის ოჯახსა და კოლეგებს უსამძიმრებს: “ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006 წლიდან მუშაობდა; 2008 – 2016 […]
9 ნოემბრიდან თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, […]
“სააკაშვილიან-ნაცმოძრაობიან ყველას ვეტყვი, რომ თქვენი დედა მოვ.ყან” – ამას სალომე სამადაშვილი ამბობს?
უკრაინული ინტერნეტ გამოცემა obozrevatel, სავარაუდოდ, სალომე სამადაშვილის აუდიოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც გაურკვეველია ვისთან საუბრობს ის. სალომე სამადაშვილი: “კოშმარი სია თუ იქნება არც ჩავეწერები, საჯაროდ დავაჯვავ თავზე ბოლომდე სააკაშვილიან-ნაცმოძრაობიან ყველას და ვეტყვი, რომ თქვენი დედა მოვტყან და თქვენი ბრალია, რომ ბიძინა ივანიშვილი რჩება ძალაუფლებაში ამ ქვეყანაში და პაშლი ნახუი რა. იმიტომ, რომ შეუძლებელია, რაზე აქვს პრეტენზია პარტიას, […]
გახარია – “ბიზნესის და მოქალაქეთა მხარდასაჭერად დამატებით ღონისძიებებს ვამზადებთ”
ვამზადებთ დამატებით ღონისძიებებს როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის მთავარი გამოწვევა პირველ რიგში, გლობალური პანდემიაა. „ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, პირველ რიგში, იყო გლობალური პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ჩვენ აღდგენის პროცესი დაწყებული გვქონდა და საკმაოდ კარგად მივდიოდით, ამას დაემატა რამდენიმე ახალი მდგენელი, ეს ცნობილია, […]
„ვაშაძე, ელისაშვილი და გირჩი პარლამენტში აუცილებლად შევლენ“ – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შესაძლებობაზე საუბრობს. – ლადო, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ არ შევლენ პარლამენტში… – ამათი შეთანხმებების არ მჯერა. ესენი შიგნით პარტიაში ვერ შეთანხმებულან და როგორ გგონიათ, რამდენიმე პარტია შეთანხმდება?! ჩვენ მივიღებთ დაახლოებით ისეთივე პარლამენტს, როგორიც 2008 წელს მივიღეთ. გიორგი თარგამაძე რომ ვიხილეთ ნაცმოძრაობის სატელიტად, ქდმ-ს სახით. […]










