მთავარი არხის სტუდიაში ოპოზიციის შეკრების დროს ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მძაფრი კამათი გაიმართა ჩხუბის ზღვარზე გასვლის ელემენტებით. კამათი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ. “რა დაკომპლექსებული ხართ ამ მიშათი, რატომ გამოწვია შენი განერვიულება იმან, რომ ვთქვი, რომ დროა, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს საქართველოში. იმიტომ, რომ მის გარეშე ბიძინას ვერ ვერევით”, […]
კატეგორია: პოლიტიკა
თამარ ჟვანია – “გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი”
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ “ღამის კურიერში” დასმულ შეკითხვას, – რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს მან თანამდებობა – თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი. “თამარ ჟვანია იმ შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „მეც მაქვს 1-2 ისეთი ოქმი, რომ თმები ყალყზე დაგიდგებათ“
„ჩვენ უნდა მივყვეთ ამ პროცესს მოთმინებით და ნებისყოფით. მეორე, პროცესი არ იქნება მოკლე. პროცესი იქნება საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი. გვესმის, რომ აუცილებელი იქნება ქუჩაც და მაგიდასთან საუბარიც – როგორც უცხოელებთან, ასევე ერთმანეთში“, – განაცხადა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში. “ჯერ საბოლოო დასკვნები არ აქვთ გაკეთებული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ პროცედურები არ […]
მიხეილ სააკაშვილი სარფშია?!
“არავის არ სჯერა, რომ გახარიას კორონავირუსი აქვს” – გიორგი ვაშაძე
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ პრემიერ მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი თქმით, ამით მმართველმა გუნდმა პოლიტიკური თამაში გადაწყვიტა. “გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა, რომ მას კორონავირუსი აქვს. პოლიტიკური თამაშისთვის ახლა გინდა კორონავირუსს დაიმართებენ, გინდა იმას. კიდევ ერთხელ ვამბობ, კორონავირუსი დღეს საქართველოში პრობლემა არ […]
ხმაური და დაპირისპირება საბურთალოს საუბნო კომისიასთან – არიან დაკავებულები
საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვა იწყება. ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საბურთალოზე, საოლქო კომისიასთან, სადაც ლეიბორისტული პარტიის სამი წევრი დააკავეს. ადგილზე მივიდა პარტიის ერთერთი ლიდერი გიორგი გუგავა. როგორც ლეიბორისტები ამბობენ, კომისიაში მათ დღე ის ვიდეო და სხვა მტკიცებულებები მიიტანეს, რომელშიც არჩევნების გაყალბება დასტურდება, თუმცა ამბობენ, რომ მათი საჩივრების განხილვამ ისე ჩაიარა, რომ ცესკომ ისინი სხდომაზე არ […]
“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს
“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”, რომელსაც ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.- განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადაწყვეტილება მსგავსად სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა მიიღო. “31 ოქტომბერს არ ჩატარდა არჩევნები, რა თქმა უნდა “ნაციონალური მოძრაობა – ძალა […]
ევროპული საქართველო მანდატებზე უარს ამბობს
„ევროპული საქართველო“ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. “მიუხედავად ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პერიოდისა, მიუხედავად ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარებული საარჩევნო დღისა, საარჩევნო საღამოს ჩვენ მაინც ვიყავით ძალიან ფრთხილი და თავშეკავებული არჩევნების საბოლოო შეფასებაში და ვამბობდით, რომ ხმების დათვლას დაველოდებოდით. სამწუხაროდ, იმან, რაც შემდეგ საარჩევნო კომისიებში მოხდა, არ დატოვა კითხვის […]
“ოცნება” პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს
“ქართული ოცნება“, რომელმაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პროპორციული წესით ხმების 48.15% მიიღო, ამ შედეგით, ჯამში პარლამენტში 90 დეპუტატზე მეტს ვერ შეიყვანს – ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შეთხვევაში, სავარაუდოდ, პროპორციული მანდატებიდან ერთი მანდატის მოკლება მოუწევს. აქ ე.წ. “ჩამკეტი მექანიზმი“ მოქმედებს, რომლის მიხედვით, მანდატების საერთო რაოდენობაში, პარტიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით მიღებული მანდატების პროცენტული წილი, ამავე პარტიის მიერ […]










