საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ლარის გაუფასურება ოპოზიციის აქციებს დააბრალა. განცხადება მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა. მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, “შეუძლებელია, არ აისახოს ლარის კურსზე”. “ის პოლიტიკური პროცესები, რაც დღეს მიმდინარეობს, რომელიც ხასიათდება უკიდურესი რადიკალიზმით, შეუძლებელია არ აისახოს ლარის კურსზე. ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის არანაირი ობიქტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც […]
კატეგორია: პოლიტიკა
კორონაპანდემიის პერიოდში პრეზიდენტის ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21.000 დაიხარჯა
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2019 წლის მხოლოდ 9 თვეში პრეზიდენტის ვიზიტებზე 1.35 მილიონი დაიხარჯა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ დარჩენილი კვარტლის ხარჯი გაურკვეველია, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიუჯეტი შეცდომით ატვირთა. ამასთან ორგანიზაციის ცნობით, კორონაპანდემიის პერიოდში პრეზიდენტის ექსკურსიებზე ბიუჯეტიდან 21 000 დაიხარჯა. მათივე ცნობით, პრეზიდენტის ერთი წლით შენახვა 6,1 მილიონი გვიჯდება.
კალაძე – “გამიხარდებოდა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა”
“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ, ფაქტს მიესალმება, ვინაიდან მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ მხარი დაუჭირა. როგორც კახა კალაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობის ნაწილმა სწორედ იმიტომ გამოუცხადა მხარდაჭერა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში და გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა იმისთვის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება. “მე მივესალმებოდი იმას, რომ ოპოზიციური პარტიები შემოსულიყვნენ […]
“საღამოს საათებში გადაადგილება შეიძლება შეიზღუდოს” – მაია ცქიტიშვილი
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, შეზღუდვა საღამოს საათებში გადაადგილებას შეეხოს. როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, […]
თაკო ჩარკვიანი – “თამარ ჟვანია მონაც არ არის, არარაობაა”
თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ხალხს იმისთვის არ მიუცია მათთვის ხმები, რომ რუსი ოლიგარქის მარიონეტი იყოს: – მთელმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ იცის, რომ დილის 4 საათზე პირველმა გააკეთა თამარ ჩარკვიანმა განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით. არჩევნების ღამესვე მივმართე და ვთქვი, რომ ბევრად უფრო თამამი ვარ ახლა, რადგან გაყალბებული შედეგებითაც კი 4 მანდატი გვაქვს „სტრატეგია […]
ისანში გიორგი კაპანაძე დააკავეს
ისანში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების მასობრივი დაკავება დაიწყო. “მთავარის” მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელებმა მანქანაში ჩასვეს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე, რომელიც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა. ამ დრომდე გაურკვეველია, კაპანაძე დაკავებულია თუ სიტუაციას განარიდეს. ამავე დროს, გიორგი კაპანაძესთან ერთად დააკავეს ორი სამოქალაქო აქტივისტი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები და დაკავებულთა დაუყოვნებელ გათავისუფლებას […]
“ხელი ჩაწიე, შენ არ ხარ პოლიციელი. შენ ხარ მოძალადე” – ნიკა მელია დავით მჟავიას წინააღმდეგ
„ფორმა უნდა გაიხადო და კვირას დადგე აქციაზე ხალხთან ერთად, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ გაპატიებს, იმას რაც შენ გააკეთე“, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსს დავით მჟავიას. გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ნიკა მელისა და დავით მჟავიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც ნიკა მელიასთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე და […]
ისნის საოლქოსთან კარტოფილი მიიტანეს
ისანში, მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც არჩევნების შედეგების ისნის საჩივრების განხილვის პარალელურად აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ტომრით კარტოფილი მიიტანეს და შენობასთან დაყარეს. ადგილზე ოპოზიციის წევრები ხატია დეკანოიძე და ლანა გალდავა მივიდნენ. აქციას “სტატეგია აღმაშენებლისა” და “ლელოს” აქტივისტები მართავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას ითხოვენ, თუმცა შიგნით შესვლის უფლებას პოლიცია არ აძლევს, რომელიც […]
საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია
საბურთალოს საოლქო კომისიასთან ჩხუბია. ადგილზე იმყოფება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც საოლქო კომისიის შენობაში შესვლას ითხოვს. თუმცა ტერიტორია საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. გლდანის საოლქოსთან მივიდა “ქართული ოცნების” აქტივისტი შაკო კუჭაშვილიც, რომელმაც პროვოკაცია სცადა. პოლიციამ ის ტერიტორიიდან პატრულის მანქანით გაიყვანა, თუმცა უცნობია დააკავა, თუ უბრალოდ განარიდა. ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმომადგენლები და მხარამჭერები თბილისის მასშტაბით, საოლქო კომისიებთან აქციებს […]
ხაშურის მერი გურასპაშვილი “ოცნების” კანდიდატმა დუგლაძემ ცემა
ხაშურში მაცხოვრებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ “ქართული ოცნების” შტაბში მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გურასპაშვილი, “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაალ დუგლაძემ, სცემა. “ყველამ ვიცით ხაშურის რაიონში, რომ გურასპაშვილს კარგად მოხვდა “ოცნების” ოფისში. კამათის მიზეზი გახდა ის, რომ დუგლაძემ ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი. პირადად ჩემი წარმომადგენელი შეესწრო ამ ყველაფერს, როცა დადიოდა დუგალაძე ხალხთან, ყველა ლანძღავდა – ეს არის კაცი, რომელიც […]









