გლდანის ოლქში 115-ვე საარჩევნო უბნის ხმების დათვლა დასრულდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა – 43,88 % “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიიღო. მელიას 1%-ზე ნაკლებით ჩამორჩება „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი, რომელსაც 42,69 %-იანი მხარდაჭერა უფიქსირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50 %-ზე მაღალი მხარდაჭერა ვერ დააგროვა, გლდანში, თბილისის სხვა მაჟორიტარული ოლქების მსგავსად, მეორე […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოცნება” – 48,16%, ენმ – 27,12%, ევროპული საქართველო – 3,78% – დათვლილია უბნების 99,77%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 19:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3838 უბანი, რაც 99.77%-ს შეადგენს. განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.16% (924.733 ხმა) ; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.12% (520.806 ხმა) ; “ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – […]
აქცია ივანიშვილის რეზიდენციას მიადგა
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათიდან შეიკრიბნენ, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. იპნ
ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა. ნიკა მელიას განცხადებით, სამაჯური არის უსამართლობის სიმბოლო და როგორც ციხეში, ასევე გარეთ აპირებს მოსახლეობასთან ერთად ბრძოლას. ,,ცივი გონებით ვფიქრობდი, გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც მინდა. ბუნებით ჯიუტი ადამიანი ვარ და რისიც მჯერა, იმას ვაკეთებ. გამორიცხულია, რომ ჩემს […]
ირმა ინაშვილი – „არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს!“
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და აქციებს აანონსებს. „მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია- არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში […]
ნინო ლომჯარია – „ბოლო 8 წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა“
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას აზრიტ საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა და მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით დაიცავს. “სამართლიანი არჩევნების” სამართლიანი არჩევნები (ISFED) ხმების პარალელური დათვლის შედეგების თანახმად (რომლის შეფასებებიც ეყრდნობა პროცესების უშუალო დაკვირვებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მონიტორინგსა და გამართულ და გამოცდილ მეთოდოლოგიას): საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა არსებითი დისბალანსები – საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა მისულ ამომრჩევლებზე გაცილებით მეტი ბიულეტენი; […]
გიორგი კვირიკაშვილი – „მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც“
ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმაურება: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც. როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, […]
გიორგი მარგველაშვილი – „ოცნებამ“ ვერ შეძლო ის, რაც ნაციონალებმა შეძლეს – აღიარება, რომ ხალხმა ზურგი აქცია”
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთი ძეგლი უნდა დაუდგას ბიძინა ივანიშვილს, როგორც მისი პარტიის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მხარდამჭერს. ასე გააძლიერო ცოტა ხნის წინ წაგებული პარტია, ამას უნარი და ნიჭი უნდა”. ასე შეაფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები. „2012 წელს ვინც გავიმარჯვეთ და ვისაც გვეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აღიარებდა გამარჯვებას, ეს ხალხი დღეს ვუყურებთ, რომ […]
თინა ხიდაშელი – “რას იზამს ხელისუფლება, თუ ყველა ოპოზიციური პარტია უარს იტყვის მანდატზე?”
„უმძიმესი და ოცნების მიერ 2003 წლის ბოლნისის არჩევნების სტილით და ესტეთიკით ჩატარებული არჩევნების ფონზე, როდესც ამომრჩეველი ისევ შავ-თეთრ ფერებში იყურება (მე ეს მაწუხებს ყველაზე მეტად) დღეს ერთადერთი კითხვაა რომელზეც ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს – ყველა მეორე ტური რომც მოიგონ (რაც შეუძლებელია) და სატელიტი პარტნიორები დაიმატონ, მაინც არ გამოდის 100 მანდატი და როგორია ხელისუფლების გეგმა იმ შემთხვევაში […]
გია ხუხაშვილი – “ივანიშვილი თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც ადრე ერთად ვებრძოდით”
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, “ოცნებამ” დაკარგა მორალური უფლება, რომ ხელი გაიშვიროს ვიღაცისკენ, რომ ის რაღაცას ცუდად აკეთებდა. “თვითონ პრაქტიკულად არაფერზე უარს არ ამბობს. ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები. ეს დაემართა სამწუხაროდ ადამიანს, რომელზეც მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებდი და მეგობრადაც მიმაჩნდა. ჩემთვის სევდის მომგვრელია, ადამიანი, […]










