“ოცნება” – 48,16%, ენმ – 27,12%, ევროპული საქართველო – 3,78% – დათვლილია უბნების 99,77%

"ოცნება" - 48,16%, ენმ - 27,12%, ევროპული საქართველო - 3,78% - დათვლილია უბნების 99,77%ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები განახლდა. 19:00 საათის მონაცემებით, 3847 უბნიდან დათვლილია 3838 უბანი, რაც 99.77%-ს შეადგენს.

განახლებული მონაცემებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 48.16% (924.733 ხმა) ;

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 27.12% (520.806 ხმა) ;

“ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – 3.78% (72.539 ხმა) ;

“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 3.16 (60.653 ხმა) % ;

“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3.15% (60.434 ხმა) ;

საარჩევნო ბლოკი “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15% (60.423 ხმა) ;

“გირჩი” – 2.89% (55.503 ხმა) ;

“ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები” -1.33% (25.501 ხმა) ;

“შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -1% (19.217 ხმა).