საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი “მთავარი არხის” სპეცეთერში ამბობს, რომ დილით, როცა დაინახა რიგები საარჩევნო უბნებში, მიხვდა, რომ ეს ხელისუფლების შეცვლაზე მიანიშნებდა. “ეს რიგები როცა დაინახეს, მათთვის არა, მაგრამ მათი თავმჯდომარისთვის, ეს ალბათ, შოკი იყო, რადგან მან ძალიან კარგად იცის, ასე იყო 2012 წელსაც და სწორედ ამას მოჰყვა ხელისუფლების ცვლილება. ამას გარდა, ეს ყველაფერი არის […]
კატეგორია: პოლიტიკა
თეა წულუკიანი – “ჩვენ ყველა უბანზე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ”
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, “დესტრუქციული ოპოზიციური ძალები” წინასწარ შემუშავებული სცენარით პროვოკაციებს აწყობენ, თუმცა სახელმწიფო უწყებები ამ სცენარის განხორციელებას არ დაუშვებენ. მან საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, დაგმონ ოპოზიციის მცდელობები ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე. “ოპოზიციურმა ძალებმა უკვე განახორციელეს მცდელობები იმისა, რომ ჩართონ ის სცენარი, რომელიც აქვთ გამზადებული, მაგრამ ამ სცენარს აღსრულება არ უწერია. კერძოდ, ვხედავთ, ფეიკტელევიზიებით, ვითომ ტელევიზიებით […]
კახა კალაძე – “ნიკა მელიას “ჭყიპინა” ეხმარება, ორივე კრიმინალია”
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ძალიან დიდ ტყუილს“ უწოდებს გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის მიხედვით, „კალაძის ბავშვობის მეგობარმა დათო კვიჟინაძემ დამკვირვებლებს საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი იარაღი დაუმიზნა“. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ გლდანი მისი მეორე სახლია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი არიან. „ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები. კონკრეტულად დავასახელე – მეტსახელად […]
მარნეულში პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული
მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია. აღნიშულ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა. მისი განცხადებით, სპეცტექნიკა და პოლიციელთა გადაადგილება პრევენციისთვის “ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა”. “ჩვენ გუშინ, არჩევნებამდეც გავავრცელეთ ინფორმაცია სპეცტექნიკისა და პოლიციელთა გადაადგილების შესახებ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი […]
ნიკა მელია – “გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ჩვენი მხარდამჭერი დააკავა”
გლდანში კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე ხალხს იარაღით დაემუქრა და პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დააკავა. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გლდანში ვითარება იმაზე უფრო შემაშფოთებელია. ვიდრე ეს ეკრანზე ჩანს. „გლდანში უპირობოდ მარცხდება კობიაშვილი. ეს იციან მათ. აქედან გამომდინარე, ხედავთ, რას აწყობენ. იქამდე მივიდნენ, რომ მობილიზაცია გააკეთეს ყველა კრიმინალის. კრიმინალები […]
მდინარაძე – შაშკინი გოიმურად, პისტოლეტით გადაადგილდებოდა
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი შაშკინი პისტოლეტით “გოიმურად” გადაადგილდებოდა და მის ამ ქმედებას “წარმოუდგენელ გოიმობას” უწოდებს. როგორც მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შაშკინის მსგავსად კახა ოქრიაშვილიც იარაღით გადაადგილდება, რაც პარტიის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ინფორმაციების სიზუსტეს ადასტურებს. “დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა, […]
დაკავებულია ნიკა მელიას შტაბის წევრი – დაპირისპირება გლდანში – ვიდეო
ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გლდანში #79 უბანი
გლდანის #79 უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცავები მუშაობას განაგრძობენ. დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონი დაუზიანეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ “ფორმულას” ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ “პირველის” ჟურნალისტმაც.
“50 ლარი” – სიები ხარაგაულის მეორე უბნიდან
ხარაგაულის მეორე უბანზე, “ქართული ოცნების” კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა “50+” ზოგან კი “50ლ”. ერთერთ ფურცელზე კი წერია: “10 კაცი ახალია მოსაძებნი, 30 კაცის პირადობა და ტელეფონი”. ფოტოები, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, ასევე წარწერებია ბოლო კარდაკარის მონაცემებზე. მთავარი
ირაკლი ოქრუაშვილი – ხმა ცვლილებებს მივეცი
ხმა ცვლილებებს მივეცი – ხელისუფლების ცვლილებას, უკეთესობისაკენ ცვლილებას, – ამის თაობაზე საარჩევნო უბანთან „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა. „თითოეულმა ადამიანმა არჩევნებზე არმისვლით შეიძლება უფრო მეტი საფრთხე შეუქმნას ქვეყნისა და შვილების მომავალს. ასე რომ, ყველამ უნდა ვიაქტიუროთ“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.









