კატეგორია: პოლიტიკა

ცესკო – “12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%”

ცესკო - "12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%"

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 19.41%, რაც რაოდენობრივად არის 681 583 ამომრჩეველი. ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, რომელიც მოიცავს რაჭა-ლეჩხუმს და სვანეთს – 28, 3% ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისევ აჭარის რეგიონში – 17,9%. ცნობისთვის, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა დილის 12 საათისთვის 19,81% იყო, […]

ირაკლი კობახიძე – “მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში”

ირაკლი კობახიძე - "მილიონზე მეტ ხმას მივიღებთ ამ არჩევნებში"

ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყოველ ერთ საათში შედის „ქართული ოცნების“ შტაბში მონაცემები მათი მხარდაჭერის თაობაზე. „ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ ჩვენ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდაჭერის თაობაზე და ეს მონაცემები, რაც გვაქვს ამ […]

ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია – “უნდა მოვიგოთ”

ბუბა კიკაბიძეს უბანი აერია - "უნდა მოვიგოთ"

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. „ხმა მივეცი კარგ, ნორმალურ ცხოვრებას. მოლოდინი მაქვს, რომ უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ. აღსანიშნავია, რომ ბუბა კიკაბიძე თავდაპირველად შეცდომით სხვა საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა მას განუმარტეს, რომ აღნიშნულ უბანზე არ იყო რეგისტრირებული. საბოლოოდ კიკაბიძემ საკუთარი არჩევანი თბილისის 71-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

“აშშ-ის საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი დამკვირვებელი” – კელი დეგნანი თამარ ჟვანიას შეხვდა

"აშშ-ის საელჩოდან გვყავს 75-ზე მეტი დამკვირვებელი" - კელი დეგნანი თამარ ჟვანიას შეხვდა

ეს არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საელჩოდან 75-ზე მეტი წარმომადგენელი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, თამარ ჟვანიამ ელჩს კენჭისყრის პროცესის დაწყების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ 08:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, მშვიდ გარემოში […]

ოქრიაშვილი – “ვიგებთ 65%-ით, მეც იარაღით გადავაადგილდები”

კახა ოქრიაშვილი - "ვადამდელი არჩევნები იქნება"

დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი იარაღით. ამასთან, ოქრიაშვილით თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს. „ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა. იპნ

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს – „ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ“

ნიკა მელია - "ლევან კობიაშვილი ქვას რომ მესვრის, სულ არ მიკვირს"

ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ,- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე, რადგან კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “1 ნოემბერს სულ სხვა რეალობაში უნდა გავიღვიძოთ”

ირაკლი ოქრუაშვილი - „მე რომ 1% მაქვს პარტიულად, ეგ კი არ მიკვირს, 5 მილიონი რომ აქვთ უკვე დახარჯული, იმათ 2% რატომ აქვთ?“

“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ვერ მართავს, ირაკლი ოქრუაშვილი: – 1 ნოემბერს ჩვენ უნდა გავიღვიძოთ სულ სხვა რეალობაში. აუცილებლად მოგვიწევს კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა. თუ სიტყვაზე კოალიციაში იქნება 6-7 პარტია, მათ გაცილებით მეტი სტიმული ექნებათ ერთმანეთის კონტროლის და კონკურენციის. ამის შედეგად მოხდება გაცილებით მეტი საქმის კეთება, ვიდრე ივანიშვილის […]

ოპოზიცია “ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნის – შეთანხმებას ლეიბორისტების ოფისში მოაწერეს ხელი

ოპოზიცია "ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნის - შეთანხმებას ლეიბორისტების ოფისში მოაწერეს ხელი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნება” დემოკრატიულ-საქართველოსთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. აღნიშნულ შეთანხმებას მათ დღეს „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მოაწერეს ხელი. როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. „მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „მივმართავ ქართველ ჯარისკაცებს“… – ვიდეო

ირაკლი ოქრუაშვილი - „მივმართავ ქართველ ჯარისკაცებს“... - ვიდეო

„საქართველოში მინიმუმ ორი ავტორიტეტული ინსტიტუტია შექმნილი ჩემ მიერ, ეს არის საპატრულო პოლიცია და ქართული ჯარი“, – განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა. „მინდა მივმართო ქართველ ჯარისკაცებს, თქვენ გახსოვთ რამდენად კარგად ვგრძნობდი თითუეული ჯარისკაცის მაჯისცემას, მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს ამომრჩეველს, პირველ ნოემბერს, როდესაც ჯერ კიდევ ოლიგარქი არ იქნება გაცილებული […]

კახა ოქრიაშვილი ყივჩაღის “გორისაა” – მაჟორიტარობის კანდიდატმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა

კახა ოქრიაშვილი ყივჩაღის "გორისაა" - მაჟორიტარობის კანდიდატმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა

„2020NEWS”-ის სკანდალური ექსკლუზივი: 68% -ქართველი, 20% – მომთაბარე ყივჩაღური, 2% -იტალიური – სწორედ ეს მონაცემები დაუდგინა დნმ-ის ანალიზმა დმანისი-ბოლნისი-წალკა-თეთრიწყაროს ოლქში მაჟორიოტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს, რომელიც იძულებული გახდა, გენეტიკური ანალიზი ჩაეტარებინა და ასე ეპასუხა მის საარჩევნო ოლქში ხელისუფლების მიერ რეგიონის აზერბაიჯანულ მოსახლეობაში გავრცელებულ მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას,  თითქოს ის სომეხია. 2020 წლის გადამწყვეტმა არჩევნებმა სხვა კვალი რომც არ […]