ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა. ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას.”
კატეგორია: პოლიტიკა
ჯაში, ნაცვლიშვილი, გოგიჩაიშვილი – “ოცნებიდან” დემარშით წასულების პარტიული სია
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველი ექვსეულის ვინაობა, სააგენტო “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სიის 10-ეული პარტიის დამფუძნებლებისა და მაჟორიტარობის კანდიდატებისგან დაკომპლექტდება. ამ სიაში „ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების გარდა, მოხვდებიან ახალი სახეებიც, მაგალითად პოლიტიკურ ასპარეზზე გედევან ფოფხაძის ძმა, ბესო ფოფხაძეც გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ცალკეული დეპუტატები 4 წლის მანძილზე „ოცნების“ მოქმედი კანონმდებლებისგან განსხვავებით, […]
კახა ოქრიაშვილი – „ცოტა ხანში “ოცნებიდან” გახარიას გააგდებენ, აი, ნახავთ“
კახა ოქრიაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას “ქართული ოცნებიდან” გააგდებენ. “მარტო მორჩილი გრძნობს იქ თავს კარგად. შესაძლებელია, რამდენიმე კაცი კიდევ დარჩა და მომავალში ისინი არ უხდებიან იმ გუნდს და მომავალში მათაც გააგდებენ. გარწმუნებთ, პირველს გააგდებენ გიორგი გახარიას. აი, არჩევნების შემდეგ პირველს მაგას გააგდებენ, აგერ ჩემი პროგნოზი და ნახეთ. ისიც ჩემნაირად არ […]
ხაზარაძე, ჯაფარიძე, უსუფაშვილი, ნაცვლიშვილი – ლელომ სია დაასახელა
“ლელომ“ დღეს პროპორციული საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეა, მეორე – ბადრი ჯაფარიძეა, მას კი დავით უსუფაშვილი მოჰყვება. კვოტირების წესების მიხედვით, პარტიის სიის ყოველი მეოთხე კანდიდატი ქალია. მათ შორის პირველი, მეოთხე ნომრად, ანა ნაცვლიშვილია. „ლელოს“ პირველი ოცდაათეული ასე გამოიყურება: 1. მამუკა ხაზარაძე 2. ბადრი ჯაფარიძე 3. დავით უსუფაშვილი 4. ანა ნაცვლიშვილი 5. […]
ირაკლი კობახიძე – “ნიკა მელია პროფესიონალი პროვოკატორია”
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს დაფიქსირდა კიდევ ერთი მძიმე პროვოკაცია, რომლის დროსაც მარნეულის შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კობახიძის განცხადებით, თითოეული თავდამსხმელი უმკაცრესად დაისჯება. „ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე რადიკალური ოპოზიციური პარტიები აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას,“ – განაცხადა კობახიძემ. […]
“ოქრიაშვილი და ჩოჩელი მერაბიშვილმა გადაიბირა”
“ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საარჩევნო სიის შესახებ საუბრობს> – როდის იქნება სიის სრული ვერსია მზად? – პირველი ოქტომბერია ბოლო ვადა. სამდივნო სხდომა იქნება ნაციონალურ მოძრაობაში და ალბათ იქ ჩამოყალიბდებიან სიის საბოლოო სახეზე. მე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, სად და ვისთან ხდება სიის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება. – მიშა სააკაშვილთან გადიან კონსულტაციებს? […]
ადა მარშანია – „ანქვაბს ბავშვობიდან ვიცნობ. მას არ შევეხვეწები, რომ აფხაზეთში შემიშვას”
დეპუტატი ადა მარშანია “ახალ თაობასთან” აფხაზეთის პრობლემებზე საუბრობს. – აფხაზეთის დაბრუნების გზებზე რას იტყვით? – თუ ადამიანი, პირველ რიგში, თავის თავში არ გაიაზრებს, რომ ეს მისი საქმეც არის და არა მხოლოდ ხელისუფლების, მანამდე არაფერი შეიცვლება. ესენი არიან ჩემი უახლოესი ნათესავები, რომლებიც აფხაზეთში ომის დროს დამეღუპნენ: ბებიაჩემი 86 წლის, დეიდა და დეიდაშვილები (დეიდაჩემი და მისი შვილები […]
პაატა ზაქარეიშვილი – “ოცნებას” კოალიცია შეიძლება “ევროპულმა საქართველომ” ან “ლელომ” შეუქმნას
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კოალიციური მთავრობის პერსპექტივებზე საუბრობს: – მთავრობის შექმნის საშუალება, პირველ რიგში “ქართულ ოცნებას” აქვს. ის ყველაზე მეტ ხმას აიღებს, მინიმუმ 40%-სა და მაქსიმუმ 47%-ს. ნებისმიერ შემთხვევაში მას გაუჭირდება დამოუკიდებლად მთავრობის შექმნა. ამიტომ დასჭირდება კოალიცია. – ვისთან შექმნის კოალიციას? – მისთვის ყველაზე იდეალური იქნებოდა, კოალიცია შეექმნა “პატრიოტთა ალიანსთან”, თუმცა ბოლო პერიოდში […]
თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
იუსტიციის მინისტრი თანამდებობას ტოვებს. თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ ის როგორც “ქართული ოცნების” კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ერთვება, კანონი კი ავალდებულებს, რომ დაკავებული პოსტი დატოვოს. იუსტიციის მინისტრის რანგში თეა წულუკიანი თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა, მან დღეს თავისი 8 წლიანი მუშაობა შეაჯამა, ისაუბრა უკვე განხორციელებულ რეფორმებზე, რომლებიც მისი თქმით სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ […]
“მთავარის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი მარნეულში სასტიკად სცემეს
“მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილიდან ჩვენი ჟურნალისტი იუწყება, რომ დაპირისპირება უმიზეზოდ, მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი “ქართული ოცნების” წევრების ჩასაწერად მივიდა. ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება. სასწრაფო დახმარების განცხადებით, ადგილზე მხოლოდ 2 ჯგუფი ჰყავთ და […]










