„ჩვენი მიზანია, საქართველოს ომის საფრთხე ავაცილოთ” – ,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა. თავის მიმართვაში ე.წ. ტრიოს წევრმა კვლავ საქართველოსთვის წინაშე მდგარი ომის საფრთხეების შესახებ ისაუბრა. გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვამბობთ. ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. […]
კატეგორია: პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი მმართველ პარტიას ტოვებს
„ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დეპუტატი – გურამ მაჭარაშვილი ტოვებს. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ განცხადება პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, ტოვებს პარტიას და ფრაქციას, მუშაობას კი დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. მედიასთან მან აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო და არ სურს “ოცნების” წევრობა დამაბრკოლებელი იყოს.
ნიკა მელია – „როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით“
ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: „დავფიქრდეთ და ადვილად მივხდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე. მათი მიზანი ერთადერთია – გაგვთიშონ და იბატონონ. მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს. მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს – ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. სხვა მექანიზმი უბრალოდ […]
„ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები…“ – კელი დეგნანი ივანიშვილს პასუხობს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ყოფილ პრემიერ და `ოცნების” დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსზე საუბრობს და აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან “შანტაჟზე” ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ თემაზე მან “ინტერპრესნიუსთან” ისაბრა და თქვა, რომ შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და […]
„ელჩის თხოვნით 21 მარტს შეხვედრა შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“ – ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს: „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, […]
შალვა პაპუაშვილი – ლევან ვარშალომიძე ერთხელაც არ დასწრებია სხდომებს, ხელფასის სახით კი მიღებული აქვს 56.000 ლარი
თუკი სტატისტიკა აინტერესებთ, ერთ სტატისტიკაზე შემიძლია ვისაუბრო, მაგალითად, ბატონი ლევან ვარშალომიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არათუ სიტყვით გამოსულა პარლამენტში, ის ერთხელაც არ დასწრებია სხდომებს – 56 000 ლარი მხოლოდ ხელფასად აქვს მიღებული ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშს მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შესახებ და რომელსაც ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს. […]
„ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, უთხრას საზოგადოებას, შეხვდნენ თუ არა ის და კელი დეგნანი 24 თებერვლის შემდეგ” – სამეულის წერილი
„…ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ამერიკის ელჩმა არ გაგვცა პასუხი შეკითხვაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, თავად უთხრას საზოგადოებას, გაიმართა თუ არა შეხვედრა მასსა და კელი დეგნანს შორის 24 თებერვლის შემდეგ და თუ გაიმართა, ვისი ინიციატივით და რა საკითხი იქნა მასზე განხილული” – ამის შესახებ საუბარია “ოცნებიდან” ფორმალურად წასული სამი დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ […]
დავით არახამია – „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა”
დავით არახამია Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე განაცხადა: „ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ დავერბოვკებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”.
აშშ-ის საელჩო: “უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომის 150-ე დღეა”
აშშ-ის საელჩომ დაწერა: “უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომის 150-ე დღეა. ჩვენ ვიხილეთ სიმამაცის, სოლიდარობისა და ერთიანობის უამრავი მაგალითი. ეს ერთიანობაა, რაც აკავებს რუსეთს და ეს ერთიანობაა, რასაც ებრძვის რუსეთი, ვინაიდან მათ ესმით, რომ ძალა ერთობაშია. ჩვენი პოზიცია ნათელია: „…სისასტიკე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სჩადის უაღრესად დამამწუხრებელი და მძიმე დანაშაულია.” – სახელმწიფო მდივნის მოადგილე დონფრიდი „ჩვენ ყველაფერს […]
სალომე ზურაბიშვილი – “დავით ბაქრაძე 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია”
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ, როცა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ელჩების დანიშვნაზე უარის თქმის გამო უჩივლა, ყველა ელჩის ოფიციალურ წარდგენაზე ხელი მოწერილი ჰქონდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ განაცხადა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა დავით ბაქრაძეა, ვისი დანიშვნაც მმართველ გუნდს გაეროში სურს. „37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე […]










