„საქართველოს ომის საფრთხე უნდა ავაცილოთ” – ,,ოცნებიდან” წამოსულები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან

„საქართველოს ომის საფრთხე უნდა ავაცილოთ" - ,,ოცნებიდან" წამოსულები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან„ჩვენი მიზანია, საქართველოს ომის საფრთხე ავაცილოთ” – ,,ქართული ოცნებიდან” გასული დეპუტატები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ  განცხადება სოზარ სუბარმა გააკეთა. თავის მიმართვაში ე.წ. ტრიოს წევრმა კვლავ საქართველოსთვის წინაშე მდგარი ომის საფრთხეების შესახებ ისაუბრა.

გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია, ვამბობთ. ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე.

მართალია, დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი. როცა ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა არსებობს, ყველაზე დიდიდ ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, რა თქმა უნდა, არსებობს ყოველწუთიერი საფრთხე, ამ ომში ჩართული იყოს საქართველო.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ავაცილოთ საქართველოს. ამისთვის კი საჭიროა ის, რაც კულისებში ხდება, გამოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე, საზოგადოებას მეტი სიმართლე ვუთხრათ, რადგან დახურულ პოლიტიკაში ყველაზე დიდი საფრთხეა.

სწორედ გუშინდელი წერილიდან და მასზე ელჩის პასუხიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ის ჩვენი ურთიერთობები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვქონდა რეგიონებში ჩვენს წარმომადგენლებთან, ამისთვის მიგვეცა ფორმალური ხასიათი და ქამოგვეყალიბებინა საზოგადოებრივი მოძრაობა – განაცხადა სოზარ სუბარმა.