“ნაციონალურმა მოძრაობამ” ისნის რაიონში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ ოლქში გამარჯვებისთვის ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ისანში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი თქმით, გიორგი ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება დაარღვია. ცნობისთვის, გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს “ძალა ერთობაშია” და ახალი პოლიტიკური ბლოკი, “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ქვეყანაში დიდი საფრთხეა ივანიშვილის სახით, ამიტომ დავიცავთ ერთმანეთის ხმებს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე პასუხობს. – დაახლოებით 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა ხმების დაცვის მემორანდუმს. ხელისუფლების მხრიდან საქილიკო გახდა ეს თემა, ერთმანეთს არ ენდობიან და ხელს აწერინებენ მემორანდუმებზეო. როგორია თქვენი შეფასებები, როგორ უნდა შეძლოს ოპოზიციამ ერთმანეთის ხმების დაცვა? – მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ეს არის ერთ-ერთი […]
“ესენი პოლიტიკური ინდმეწარმეები არიან” – გია ვოლსკიმ ოპოზიციას დაცინა
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობის სურვილია და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები. „რაც გასათვალისწინებელია, 30 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობრივად ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „გიორგი ვაშაძემ ჩემ მიმართ შეთანხმება დაარღვია“
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან თანამშრომლობაზე უარის თქმამ შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, თუმცა “ამ პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება გაცილებით გააჯანსაღოს პოლიტიკური პროცესი”. “ქართული ოცნება” იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული […]
გიგი უგულავა – “თაკო ჩარკვიანი უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს”
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩანს, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა ოპოზიციურ ერთიანობას უხერხულობას უქმნის. თუმცა, უგულავას თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჩარკვიანი კანდიდატად მაშინ დადგა, როდესაც “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო. როგორც უგულავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას სურვილი ექნება, ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს, შეთანხმების შემთხვევაში, ეს სამართლიანი იქნება. “ჩანს, […]
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ ხმების დაცვის მემორანდუმი გააფორმა
30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. დეკლარაციის მიხედვით, შექმნება ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმებს, რომელიც დეკლარაციითაა გათვალისწინებული, როგორც ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შეიქმენება პარტიებს შორის საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები, ამასთან, ძალაში შევა […]
ხახალეიშვილი, ანანიძე, ლურსმანაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატები წარადგინა
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. „ქართული ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე კანდიდატებზე შეჯერება მოახდინა. პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის […]
კახა ოქრიაშვილი – ოპოზიციურ პარტიებს შევხვდი, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობას”
მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ძალა ერთობაშიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ვანო მერაბიშვილთან ერთად არის გადაღებული. ამასთან, ფოტოზე, რომელიც „ფეისბუქში“ გუშინ გავრცელდა წარწერით – „დღევანდელი შეხვედრა“, ჩანან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი შაშკინი და სხვა პირები. […]
შალვა ნათელაშვილი – “სოსო შატბერაშვილმა ნარკოტიკებით მთელი საბურთალო მოწამლა”
“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2008 წელს, მისი პარტიის ყოფილმა წევრმა, სოსო შატბერაშვილმა, მისივე დავალებით 500 ათასი დოლარი შეინახა, რომელიც შემდგომ დაუბრუნა, კატეგორიულ სიცრუეს უწოდებს. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ შატბერაშვილი არაკეთილსინდისიერ საქმეებში იყო გარეული, ამის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდეგ კი, მასთან 11 წლიანი თანამშრომლობა დაასრულა. “თქვენს მიერ დასახელებული პიროვნება, აფთიაქის მფლობელი […]
ემიგრანტები სამშობლოსთვის – ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს არჩევნებში ხმის მიცემა უნდა შეძლონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან კამპანიას – „ემიგრანტები სამშობლოსთვის“ იწყებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კამპანიის ფარგლებში, პარტია, ემიგრანტებს გააცნობს იმ ინსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც საკონსულო აღრიცხვაზე შეძლებენ დადგომას და არჩევნებზე ხმის მიცემის უფლებას მოიპოვებენ. ასევე, კამპანიის ფარგლებში პარტია ემიგრანტებს წარუდგენს იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში მათ პირადად გაუწევენ კონსულტაციებს. „დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ […]









