“ესენი პოლიტიკური ინდმეწარმეები არიან” – გია ვოლსკიმ ოპოზიციას დაცინა

"ესენი პოლიტიკური ინდმეწარმეები არიან" - გია ვოლსკიმ ოპოზიციას დაცინაპარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ქვეყანაში დესტრუქციისა და არეულობის მოწყობის სურვილია და „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები.

„რაც გასათვალისწინებელია, 30 პარტიიდან ყველა არ არის პარტია, ზოგი პოლიტიკური ინდმეწარმეა. რაოდენობრივად ბევრი ჩანან, ხალხის ყურადღების მიპყრობა სურთ და გარდა ამისა, გამაერთიანებელი რაც აქვთ, ეს არის დესტრუქციის, არეულობის მცდელოდა და ამას თავის განცხადებებშიც ადასტურებს ცალკეული მათგანი. კრიზისთან დაკავშირებით თავისუფლად საუბრობენ და მთავარი მიზანი და მისწრაფება პრაქტიკულად გამოდის, რომ სახელმწიფოში მათი მოსაზრებით, არ უნდა იყოს სტაბილური ხელისუფლება. გუშინ ეს პარტიები ერთმანეთს კრემლის აგენტებს და დასავლეთის მონებს ეძახდნენ. ეს გაერთიანება არის პოლიტიკურ სუბიექტთა გაერთიანება, რომელიც ქვეყანას პირდება დესტაბილიზაციას, დესტრუქციას და მადლობა ღმერთს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს აუცილებლობა, კოალიციურ შემადგენლობაში ჰყავდეს ასეთი პოლიტიკური სუბიექტები“, – განაცხადა გია ვოლსკმა.

როგორც გია ვოლსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოება შეაფასებს ვითარებას და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს სტაბილურობის სასარგებლოდ.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ დღეს მემორანდუმი გააფორმა. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.