საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ფოტოსურათი მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ფოტოზე მერაბიშვილთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ცხაკაია, ყოფილ დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე, უკრაინაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილე გიზო უგულავა, ასევე ევროპის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი – “შანტაჟსა და დაშინებას არ ვექვემდებარები”
22 ივლისს “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ისევ სასამართლო პროცესზე მისვლა მოუწევს. ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვა ბანკზე მიდის იმ პირობებში, როდესაც 8 მარტის შეთანხმება სრულად ჯერ კიდევ არაა შესრულებული და გიორგი რურუა ისევ ციხეშია “უჭკუო ადამიანის იაფფასიანი მცდელობა, რომ ჩემს მიმართ ახალი ტალღა ააგორონ. პირადად ჩემთან მიმართებაში პრობლემას ვერ ვხედავ. იურიდიულად შეუძლებელია ამ […]
გია ხუხაშვილი: “ბიძინა მძიმე დილემის წინაშეა, იქ ხომ საგიჟეთია!”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვაჟკაცობა ერთი ერთზე ჩხუბია. ამ უცნაურ განცხადებას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორ უნდა გავიგოთ პრეზიდენტის ეს განცხადება, ხომ არ არის ეს ერთი ერთზე ჩხუბის წახალისება, რას ნიშნავს “ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დანიშვნა, რა ეჭვებს იწვევს კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები […]
ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“ – ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე „გააცოცხლოს“. მათივე ინფორმაციით, ივანიშვილი ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება სახიფათოა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან ვითარებაში ჩატარება საერთო ეროვნული ამოცანაა. სწორედ ამ მიზნითაა მოტივირებული დემოკრატიული ოპოზიცია და ეს იყო 8 მარტის […]
სალომე ზურაბიშვილი ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ – “ის არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე”
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფეისბუქში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გააკრიტიკა. მან დაწერა: “საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა. თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა. აგრეთვე სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ […]
„ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს. მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ხსნის. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი „ოცნების“ პროპორციულ სიაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სიის ფორმირება მიმდინარეობს, თუმცა ვინ იქნება მისი პირველი ნომერი ამ დრომდე უცნობია. რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მისი ერთ ერთი რეზიდენციიდან, ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, საარჩევნო […]
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს – “თუ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა!”
დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე […]
რატომ არ გაიარა კარანტინი ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ზალკალიანმა
ბრიუსელიდან დაბრუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კარანტინში არ იმყოფება. ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომას ესწრებოდა. მინისტრი ბრიუსელს ვიზიტით 2 დღის წინ სტუმრობდა და საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ცნობისთვის, მთავრობას დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა შეკითხვით, გადის თუ არა უცხოეთიდან დაბრუნებული ზალკალიანი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს და თუ არ გადის, რატომ სარგებლობს ის სხვა მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგირებული […]
გია ხუხაშვილი – „დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში”
„გვაშინებენ, გვაშინებენ, გვაშინებენ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი ოპოზიციაზე და ხელისუფლებაზე. “2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით “იმედის” (იმედგაცრუების) ეპოქაში. ცვლილებების და უკეთესი მომავლის იმედი იყო პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი ძალა. 2012-ის შემდეგ ვცხოვრობთ “შიშის” ეპოქაში, როდესაც პროცესს განსაზღრავს არა მომავლის იმედი, არამედ უარესის შიში. დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში” პანდემიის ფონზე, ოპოზიციის კი “შიმშილის შიში” ეკონომიკური პრობლემების […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილის პოლიტიკა – წვერიახოს მთაზე რუსების ანძაა და ყველაფერს უსმენენ“
ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში რუსული ანძის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „განათებული ხაზი ჯვარი არ გეგონოთ რომელიმე ეპარქიაში. წვერიახოს მთაზე, ცხინვალის თავზე რუსების ანძაა (პილინგატორი) რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე რაციიდან დაწყებული მობილურით დამთავრებული ყველაფერს უსმენენ. შარშან “კურორტზე” ვიყავი და არ მახსოვს, შარშანწინ არ იყო. ეგაა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესის შენარჩუნების (არგაღიზიანების) პოლიტიკა.“








