კატეგორია: პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ – “ის არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე”

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ფეისბუქში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გააკრიტიკა. მან დაწერა: “საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა. თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა. აგრეთვე სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ […]

„ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს. მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ხსნის. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი „ოცნების“ პროპორციულ სიაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სიის ფორმირება მიმდინარეობს, თუმცა ვინ იქნება მისი პირველი ნომერი ამ დრომდე უცნობია. რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მისი ერთ ერთი რეზიდენციიდან, ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, საარჩევნო […]

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს – “თუ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა!”

დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემს მიმართ, – ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “მინდა გითხრათ ერთი რამ, დავიღალე თქვენი, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით, ჩემ მიმართ. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემაა. მცდელობა, მე გამასაღოთ პრომოძალადედ, არის ძალიან სასაცილო, რომ არ იყოს სატირალი. მე არ მითქვამს, რომ ერთი-ერთზე […]

რატომ არ გაიარა კარანტინი ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ზალკალიანმა

ბრიუსელიდან დაბრუნებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კარანტინში არ იმყოფება. ზალკალიანი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომას ესწრებოდა. მინისტრი ბრიუსელს ვიზიტით 2 დღის წინ სტუმრობდა და საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ცნობისთვის, მთავრობას დღეს „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა შეკითხვით, გადის თუ არა უცხოეთიდან დაბრუნებული ზალკალიანი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს და თუ არ გადის, რატომ სარგებლობს ის სხვა მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგირებული […]

გია ხუხაშვილი – „დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში”

„გვაშინებენ, გვაშინებენ, გვაშინებენ“, – აცხადებს გია ხუხაშვილი ოპოზიციაზე და ხელისუფლებაზე. “2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით “იმედის” (იმედგაცრუების) ეპოქაში. ცვლილებების და უკეთესი მომავლის იმედი იყო პოლიტიკური პროცესის მამოძრავებელი ძალა. 2012-ის შემდეგ ვცხოვრობთ “შიშის” ეპოქაში, როდესაც პროცესს განსაზღრავს არა მომავლის იმედი, არამედ უარესის შიში. დღეს ოცნების მთავარი მოკავშირეა “სიკვდილის შიში” პანდემიის ფონზე, ოპოზიციის კი “შიმშილის შიში” ეკონომიკური პრობლემების […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „ივანიშვილის პოლიტიკა – წვერიახოს მთაზე რუსების ანძაა და ყველაფერს უსმენენ“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში რუსული ანძის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „განათებული ხაზი ჯვარი არ გეგონოთ რომელიმე ეპარქიაში. წვერიახოს მთაზე, ცხინვალის თავზე რუსების ანძაა (პილინგატორი) რომლითაც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარზე რაციიდან დაწყებული მობილურით დამთავრებული ყველაფერს უსმენენ. შარშან “კურორტზე” ვიყავი და არ მახსოვს, შარშანწინ არ იყო. ეგაა ივანიშვილის რუსეთში ბიზნესის შენარჩუნების (არგაღიზიანების) პოლიტიკა.“

მდინარაძე – “ოცნების” რეიტინგი 55%-ზე მეტია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი შიდაპარტიული კვლევების მიხედვით, 55 პროცენტზე „გაცილებით მეტია“. „საერთოდ, ციფრების სიზუსტით კვლევებზე პარტიები არ საუბრობენ, რადგან ეს შიდა სამზარეულოა და მხოლოდ ზოგადად საუბრობენ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი შიდაკვლევით, უფრო მაღალი შედეგი აქვს „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ეს იყო ბოლო Gorb- ის კვლებაში. მაშინ გახსოვთ, ჩვენი რეიტინგი იყო 55 პროცენტი. ჩვენ […]

“კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე” – სერგი კაპანაძე რომან კაკულიას

ხმას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას. კაპანაძის თქმით, კანონპროექტში მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპანიებში დროებითი მმართველის შეყვანა სასამართლოს გვერდის ავლით მოხდება. “ამ კანონში იმდენი პრობლემაა ჩადებული, […]

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნოდ სპორტსმენების მობილიზება დაიწყო – რა შესთავაზეს რამაზ ნოზაძეს?

“ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო. აქტივისტებისა და მხარდამჭერების გარდა, „ოცნებამ“ დახმარება სპორტსმენებსაც სთხოვა. „2020NEWS“-თვის ინფორმირებული წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ სპორტსმენებმა, კერძოდ კი მოჭიდავეებმა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ მხარდამჭერების მობილიზება უკვე დაიწყეს. „შეკრიბეს მოჭიდავეები და უთხრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უშუალო თხოვნით და ფინანსური მხარდაჭერით, უნდა მოხდეს არჩევნებში სპორტსმენების ხმების მობილიზება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სპორტსმენებს დაავალეს, […]

ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე იყოს. როგორც “2020NEWS”-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პაატა ბურჭულაძეს სიის პირველი ნომრობა უკვე შესთავაზეს, თუმცა ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით “2020NEWS”-ს „ნაციონალურ მოძრაობაში“ განუცხადეს, რომ კონსულტაციები ბევრი მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთანაც. შეგახსენებთ, პატაა ბურჭულაძემ ჯერ კიდევ 2016 წელს საკუთარი პარტია […]