“კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე” – სერგი კაპანაძე რომან კაკულიას

"კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარე" - სერგი კაპანაძე რომან კაკულიასხმას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვას.

კაპანაძის თქმით, კანონპროექტში მთავარი პრობლემა ისაა, რომ კომპანიებში დროებითი მმართველის შეყვანა სასამართლოს გვერდის ავლით მოხდება.

“ამ კანონში იმდენი პრობლემაა ჩადებული, რომ მისი გასწორება რაღაც მუხლების რედაქტირების გზით, წარმოუდგენელია. მთავარი პრობლემა რჩება ის, რომ კომუნიკაციების კომისია იღებს ფუნქციას, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ კომპანიაში სხვადასხვა მიზეზით შეიყვანოს დროებითი მმართველი და იქ ეს მმართველი უვადოდ დატოვოს. რაც მთავარია, ამას აკეთებს სასამართლო კონტროლის გარეშე. ასეთი მექანიზმი კიდეც რომ იყოს საჭირი, თეორიულად რომ დავუშვათ, მაშინ ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება შემდეგნაირად: მარეგულირებელი მიდის სასამართლოში და მან უნდა მისცეს დროებითი მმართველის შეყვანის უფლება. აქ პირიქით ხდება, კომისიას თვითონ შეჰყავს. რა თქმა უნდა, ჩვენთან სასამართლოსაც არავინ არ ენდობა, მაგრამ ყველანაირი კონტროლის და მექანიზმების გარეშე მარეგულირებელი იღებს ფუნქციას, შევიდეს ნებისმიერ კომპანიაში. ამიტომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივად დახვეწა შეუძლებელია. კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ყველაფერზე ხელისმომწერად ჩამოყალიბდა, ამ კანონპროექტის სწრაფად მიღების ამოცანა აქვს. ამას შედეგი ექნება ერთადერთი: ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში შემცირდება ინვესტიციები, კომპანიები დაზარალდებიან და სახელმწიფო მოიპოვებს კონტროლს. ამას აკეთებს ახლა სწრაფი წესით ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხელს უწერს არამხოლოდ მისი ყურმოჭრილი კომუნიკაციების კომისია, არამედ კომიტეტის ყურმოჭრილი თავმჯდომარეც,” – განაცხადა კაპანაძემ.