კატეგორია: პოლიტიკა

გიგი უგულავა – ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა.. საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება

”ჩვენ ღია ვიყავით მასთან სათანამშრომლოდ, მათ შორის საბურთალოზე. მეტსაც გეტყვით, ისიც მოწადინებული იყო, უბრალოდ ორ ადგილს ითხოვდა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ალეკო ელისაშვილზე საუბრისას, გადაცემაში “დღის სტუმარი” განაცხადა. ამბობს, რომ ელისაშვილს უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს “ქართული ოცნების” მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას იწყებს, მედიის ინტერესი სწორედ ეს […]

საკონსტიტუციო ცვლილებები 3-მა ხმამ გადაარჩინა – აუცილებელი 113, მომხრე -115

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პროექტის მხარდასაჭერად 113 ხმა იყო აუცილებელი. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა. პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა […]

გიგი უგულავა – “თუ ჩააგდო ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები, ფეხქვეშ მიწა დაეწვება”

“ხვალ თუ ჩააგდო ივანიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები, ივანიშვილს ფეხქვეშ მიწა დაეწვება. ამის გარანტიას გაძლევთ. მათზე პრესინგი გაიზრდება და პარალელურად მოხდება გიორგი რურუას თემაზეც.” – განაცხადა  “ტვ პირველის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

ირაკლი კობახიძე – ”გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას”

ჟარგონზე რომ ვთქვათ, გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, „გავრილოვი ოპოზიციის კარგი პარტნიორია და საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქართველოში რუსულ საქმეს“. „გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, […]

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის. „მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

ადამ კინზინგერი – “ვულოცავ საქართველოს! ეს იყო გრძელი გზა!”

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრას ეხმიანება და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. “ვულოცავ საქართველოს! ეს იყო გრძელი გზა, რომლის გავლაც გაწეულ ძალისხმევად ღირდა. მივმართავ პრემიერ-მინისტრ გახარიას, სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებსა და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!” – წერს კინზინგერი “თვითერში”.

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. სხდომას ესწორებოდა 142 დეპუტატი. განხილვა დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. პროცესს არ დასწრებია “ნაციონალური მოძრაობა”, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა. პარტიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამ ცვლილებების თანახმად, […]

გიორგი მარგველაშვილი “ლელოს” სიის პირველი ნომერი იქნება

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, საქარველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ლელოს” გუნდს უერთდება. მოლაპარაკებები გიორგი მარველაშვილსა და “ლელოს” ლიდერებს შორის უკვე დაწყებულია, დიდი ალბათობით ექსპრეზიდენტი მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში, სიის პირველი ნომერი იქნება. თავად მარგველაშვილი აცხადებს რომ მისი პოლიტიკური გემოვნება ახლა ყველაზე ახლოსაა “ლელოსთან” , თუმცა იქნება თუ არა იგი 2020-ის არჩევნებზე სიაში ამ გუნდთან ერთად , ექსპრეზიდენტი […]

ირაკლი ოქრუაშვილი – ”20 ივნისს გადავჭერით ივანიშვილს ფარული კავშირები რუსეთთან”

”გახარიას სამი დღის წინ ჰქონდა უპასუხისმგებლო განცხადება, რომ 20 ივნისის შესახებ რაღაცეები წაშალა.  ასე ადვილად არფერი იშლება გონებიდან და  მოვლენებს შლის საზოგადოება და არა ერთი რომელიმე ჩინოვნიკი”, – აცხადებს ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ოქრუაშვილის განცხადებით, ”როდესაც ხელისუფლება სჩადის შეცდომას, საუკეთესო საშუალება ამ შეცდომის გამოსწორების და მისი დანგრეული რეპუტაციის რეაბილიტაციის არის ამ შეცდომის დროზე აღიარება, […]

ელენე ხოშტარია – “გავრილოვს, კადიროვს და პუტინს საქართველოს წინაშე დაჩოქება მოგიწევთ!”

მინდა გავრილოვს, კადიროვს და პუტინს მივმართო, ბოდიშის მოხდა კი არა, ჩვენი ქვეყნის წინაშე დაჩოქება მოგიწევთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან ასევე აღნიშნა, 20 ივნისი ტკივილის, ღირსების და „ქართული ოცნების“ სირცხვილის დღეა. მისი თქმით, ვინც ხელისუფლებაში მოვა, არავინ აღარ უნდა გაიფიქროს, საკუთარ მოქალაქეებზე ასე […]