მარგველაშვილს ჭავჭავაძეზე შევხვდით ერთ-ერთ კაფეში, შევთანხმდით, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისი თქმით, სიაზე საუბარი არ ყოფილა. “მარგველაშვილს ერთ-ერთ ახლაგახსნილ კაფეში შევხვდით, ჭავჭავაძეზე, ღია, სოციალურ ადგილზე. დღისით იყო შეხვედრა და არც დავმალულვართ. სხვა ადამიანებიც ისხდნენ იმ კაფეში. ჩვენ ერთ რამეზე შევთანხმდით, რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი რურუა – “ჩემი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია”
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. „მინდა გამოვეხმაურო 8 მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო […]
ირაკლი კობახიძე – “ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით, ასე გააგრძელონ, ეს კარგია ჩვენთვის”
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით და ეს “ოცნებისთვის” ძალიან კარგია. მისი თქმით, ამ ფონზე, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია იმ მოცულობითაც ვერ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, როგორც დღეს არის. „სანამ ხელისუფლება არის დაკავებული საქმის კეთებით, პანდემიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი სოციალური და ეკონომიკური კუთხით და ამასობაში, ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის […]
ელისაშვილი – “ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი”
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც ელისაშვილი პოლიტიკურ ვაჭრობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ “საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს”. “რა მაგარი რაღაც თქვა არა – იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, დიდი ცხვირი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის […]
სააკაშვილი ტრამპზე – “ბათუმში ორ ღამის კლუბში ვიყავით, შადრევნებში ვხტუნაობდით”
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს დონალდ ტრამპის ბათუმში ვიზიტი გაიხსენა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბათუმში სტუმრებს ხშირად მასპინძლობდა, მათ შორსი ჰილარი კლინტონს, ჯონ მაკკეინს და დონალს ტრამპს. „სტუმრებს ძალიან ხშირად ვმასპინძლობდი. ყველას ვიღებდი. ჩვენ დავრბოდით ეშმაკის ბორბლებზე. ძალიან ბევრს უყვარდა იქ ჩასვლა – ჰილარი, ტრამპი, ჯონ მაკკეინი […]
შალვა ნათელაშვილი – ხელისუფლებაში ორი ვადით ვაპირებ ყოფნას, მეტით არა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში კიდევ 30 წელი აპირებს ყოფნას, აქედან ხელისუფლებაში ორი ვადით. „20 წელი ცოტაა, წინ კიდევ 30 წელი მაქვს. ორი ვადით ვაპირებ ხელისუფლებაში ყოფნას, ორ ვადაზე მეტით არა. მერე აუცილებლად წავალ და გადავალ ოპოზიციაში. მინიმუმ 30 წელი მაქვს, რომ გემსახუროთ. ამ 25 წელიწადში, რაც პოლიტიკაში ვარ, რითიც მოვედი, ისევ იმით […]
ნინო ბურჯანაძე – “არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, ერთით ერთია”
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად მხარს არ დაუჭერს. „არაფერს ვუპასუხებდი, რადგან ვფიქრობ, ჯერჯერობით ამ თემაზე ლაპარაკი ადრეა. არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად, ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ერთით ერთია. არ არის პრობლემა, ჩვენი ამოცანა არ არის ერთმანეთისთვის პრემიერ-მინისტრობაზე მხარის დაჭერა, ჩვენი ამოცანა უპირველეს ყოვლისა ახლა არის ის, […]
მამუკა გამყრელიძე – “თაკო ჩარკვიანის საკითხი ცალკე გადაწყდება”
“ოცნებამ” “ევროპული საქართველო” წამოიკიდა” ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, როგორც იქნა, შეთანხმდა ოპოზიცია და ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა. დასრულდა დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე? რა მოლოდინი გქონდათ და რა გაგრძელებას ელით? – სიმართლე გითხრათ, ნაკლებად ველოდი იმას, რომ მოხდებოდა შეთანხმება, მაგრამ მოხდა და ეს […]
ირაკლი ოქრუაშვილი – “ბუღალტერიის” და ეგეთი მიდგომის გამო გავერიდე მაჟორიტარობის თემას…
ოპოზიციაში მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის დაპირისპირება რომ იყო, ”მთავარის” ეთერში გიგი უგულავას გაკეთებული განცხადებიდანაც გამოჩნდა. როგორც ”ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, ელისაშვილის საერთო ოპოზიციური მაგიდიდან გასვლის მიზეზი მისი ამბიციები იყო. https://akhalitaoba.ge/2020/06/gigi-ugulava-elisashvili-or-adgils-ithkhovda-satsqhenia-rom-sakuthar-tskhvirze-shors-ver-iqhureba/ ”ამ “ბუღალტერიის” და ეგეთი მიდგომის გამო გავერიდე მაგ თემას…”- ასე ეხმაურება ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი უგულავას განცხადებას. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა, თბილისში საკუთარი […]
შალვა შავგულიძე: “ჩვენ და “ევროპული საქართველო” ბლოკით გამოვალთ არჩევნებზე”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, თბილისის 6 ოლქში მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ. ოპოზიციის სახელით ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, გლდანში – ნიკა მელია, სამგორში – ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ხოლო ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. მათ ამ დროისთვის ღიად დატოვეს თბილისის ორი ოლქი – საბურთალო […]









