უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს მიმართა. „მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს – ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, რა […]
კატეგორია: პოლიტიკა
„მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით“ – სალომე ზურაბიშვილი
რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. „მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. ჩვენც იქ ვართ და ვიქნებით. მინდა, […]
“ოცნებამ” პრეზიდენტ ზურაბიშვილს 5 მარტს მოსმენაზე უარი უთხრა
პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტისადმი “ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს ჩატარდება. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს […]
სალომე ზურაბიშვილი ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა გლობალური პასუხის შესახებ რუსეთის მთავრობის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების შესახებ. „მდივანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი […]
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა
დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის – ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი […]
4 მარტს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა, გაიმართება თუ არა 5 მარტს პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა
4 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, სადაც გადაწყდება, გაიმართება თუ არა პლენარული სხდომა 5 მარტს, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის მიზნით. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. ამასთან, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, პრეზიდენტის პარლამენტში მოსმენის თარიღი თავდაპირველად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს შორის კონსულტაციებისას […]
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხვალ ოფიციალურად წარადგენს
საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მოუწოდებენ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ აღნიშნული განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. […]
ვანო მერაბიშვილი უკრაინაში ჩავიდა
დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ: „უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი […]
თაკო ჩხეიძე – “უკრაინას მხარს ვუჭერ, მაგრამ სადაც ნაციონალები დგანან, იქ ჩემი ადგილი არაა”
მოდელი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად მისი მხარდაჭერისა, “ნაციონალური მოძრაობა” სადაც დგას, იქ საკუთარ თავს ვერ ხედავს. თაკო ჩხეიძის ქმარი რუსლან აბაშიძე ცნობილი დიპლომატია, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა… თაკო ჩხეიძე წერს: “ჩემო საყვარელო ხალხო, ნაცნობებო, მეგობრებო თუ უცნობებო, დამეთანხმებით, რომ საოცრად ემოციური ფონია და დაძაბულობა […]
„არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება“ – ზურაბიშვილი ღარიბაშვილზე
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ იცის, რატომ ისაუბრა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციებისთვის არ მიღებასთან დაკავშირებით. როგორც მან France24-ს განუცხადა, თვითონ მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდებოდა. „პირველ რიგში, არ ვიცი, რატომ განაცხადა ეს. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. დარწმუნებული არ ვარ, რომ შეგვიძლია ისეთი ზომების […]








