„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტიამ გადაწყვეტილება საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ მიიღო.
კატეგორია: პოლიტიკა
სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა
სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ: დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადააყენეს და მისი ადგილი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაიკავა.
ნათია თურნავა მოხსნეს, ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა
ცვლილებები მთავრობაში – როგორც პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა და მის ადგილას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა. რაც შეეხება თურნავას, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თურნავა გუნდის წევრად რჩება, თუმცა მას თავისი ხედვები აქვს. შეგახსენებთ: ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.
ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა
დღეს, 9 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკი ღარიბაშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა. ჯერ უცნობია რა თემებზე აპირებს პრემიერი საუბარს, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე. „ნუპოსტის“ ცნობით, როტცია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეეხებათ.
„ორი წელი თურმე იღებდნენ სოსო ჯაჭვლიანი რას საქმიანობს სახლში“ – „ოცნებამ” ფარული კამერები დაუმონტაჟა
„ოცნების” ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ალაპარაკდა – ის ხელისუფლებას უკანონო თვალთვალსა დამიყურადებაში ამხელს. „ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა თქვა, რომ მას საკუთარი თანაგუნდელები ფარულად საძინებელ ოთახში უსმენდნენ და უღებდნენ. მისი განმარტებით, 2015 წელს საკუთარ სახლში სათვალთვალო კამერები რამდენჯერმე აღმოაჩინა, ფაქტის თვითმხილველი კი “ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატი, ლუკა კურტანიძეც გახდა. 2015 წელს ლუკა კურტანიძე შემოვიდა პარლამენტში. ჰოდა, […]
თეა წულუკიანი კომპიუტერულ თამაშს ქმნის და დიდგორის გაცოცხლებას გეგმავს
კულტურის სამინისტრო კომპიუტერული თამაში დიდგორის შექმნას დააფინანსებს. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით თამაშის თრეილერის პრეზენტაცია შედგა. სამინისტროს განცხადებით, კომპიუტერული თამაშის თრეილერი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში “ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა” გამარჯვებული პროექტის “ძლევაი საკვირველი” ფარგლებში შეიქმნა. თრეილერი გამარჯვებულმა კომპანიამ “სილესტიალ დიმენშენი” შექმნა. კულტურის სამინისტრომ მოცემული კონკურსი დიდგორის […]
„ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე“ – თაკო ჩარკვიანი
„გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე. იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როცა რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. „მელიაზე ფარული ჩანაწერებით არ ვმსჯელობ, მაგრამ პოლიტიკოსის ნაბიჯებს თუ ემთხვევა ხოლმე, გამომაქვს დასკვნა. მელიას შემთხვევაში, მე ფარული ჩანაწერის გამო […]
ნათელაშვილი და ხოშტარია დეპუტატები აღარ არიან
გადაწყეტილებ მიღებულია – პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. მიზეზად სხდომების გაცდენა სახელდება. კომიტეტის დასკვნა მომდევნო კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება და საკითხთან დაკავშირებით დეპუტატები იმსჯელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. ცნობისთვის, ამ წუთებში, ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობენ.
„ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ ახლა საერთო მოკავშირე გვყავს“ – სააკაშვილი თოლორაიას
მიხეილ საა„ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მიმართავს, სააკაშვილი თოლორაიას მოუწოდებს, რომ გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა. “მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული […]
„რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“ – კელი დეგნანი
რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ განაცხადა. როგორც ელჩი განმარტავს, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს. “საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო […]










