კატეგორია: პოლიტიკა

კობახიძე – “გახარიაზე ახალ ამბებს მალე გაიგებთ”

ირაკლი კობახიძე - "გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის"

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ ახალი დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება არა სამართლებრივ საკითხს, არამედ პოლიტიკურ განცხადებას. “დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს […]

არჩილ თალაკვაძე – “ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი არ ექნება”

თალაკვაძე - "თბილისის მერობას ისევ კალაძეს შევთავაზებთ"

“ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები, პრაქტიკულად, არ ექნება, მისი კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. “არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს. რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული ანუ როცა ოპოზიციონერები […]

ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში ნაციონალები მხარს დაუჭერენ, გახარიას პარტია – არა

ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე იყრის კენჭს

“ყველა ივანიშვილის პარტიის წინააღმდეგ” – ნაციონალურმა მოძრაობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ისინი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში  მხარს დაუჭერენ. “ლელოს” ლიდერს მხარს დაუჭერენ “დროა”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. ოპოზიციის ლიდერებს ‘ლელოს” ცენტრალურ ოფისში უკვე ელოდებიან. რაც შეეხება ბოლო ცნობებს, “პირველების” კორესპოდენტის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შიდა პარტიულ კონსულტაციებს მართავენ. – ჩვენ გვაქვს შეხვედრა […]

„შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ“ –  ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

„შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ“ –  ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

პარტიის „კანონი და სამართალი” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება. იგი „რადიო ჯორჯიან თაიმსის” ეთერში აცხადებს, რომ შეუძლებელია ბურჯანაძე პოლიტიკაში იყოს: “შეუძლებელია ეს ქალი იყოს პოლიტიკაში, ხალხი ხომ არ უნდა გავაგიჟოთ” – ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი ისევ 6 თვით აირჩიეს

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი არ აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს ორ ე.წ. პროფესიული წევრი აირჩია. მმართველმა გუნდმა ცესკოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოქმედ თავმჯდომარეს – გიორგი კალანდარიშვილს, ხოლო ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე მოქმედ წევრებს – მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს დაუჭირა მხარი. მათი არჩევა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამდებობას ხუთი წლის ნაცვლად, კვლავ ექვსი თვის ვადით დაიკავებენ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს […]

პარლამენტში ოპოზიციამ 5 მანდატი დაკარგა

NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს

მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა. ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია. ამის მიზეზი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის გამო, ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო სიების “ჩახსნაა“. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, პარლამენტის გამოკლებული ოპოზიციონერი წევრების ადგილმონაცვლეთა შესვლა ვეღარ მოხდება. გასულ წლის ბოლოს პირადი წერილობითი განცხადებების საფუძველზე პარლამენტიდან ნიკა მელია და მამუკა ხაზარაძე წავიდნენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, სადეპუტატო მანდატი […]

„მათიკაშვილის მამა ყვარელში სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა“ – გიორგი ბოტკოველი

გიორგი ბოტკოველი - "თელავში შეიძლება მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს”

მათიკაშვილისგან აფერისტობაზე საუბარი და მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი უხერხულია. მისი ოჯახის წევრი – მამა, ყვარელში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს ფეხზე წამომდგარი სვამდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საკუთარი კომფორტის შექმნით არის დაკავებული და ნაკისრი ვალდებულებები არ აინტერესებთ. […]

ჯაჭვლიანი წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ჯაჭვლიანი წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სამინისტროს კანცელარიაში, ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ წერილი უკვე შეიტანეს. 2021 წელს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით გაუქმდა და მიზეზად ეპიდვითარება დასახელდა. ამის გამო, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა  – 900 ათასი დოლარი  და 20 ათასი […]

მამუკა მდინარაძე – “ხოშტარიას, ნათელაშვილს და ჯაფარიძეს პარლამენტიდან გავაგდებთ”

მამუკა მდინარაძე - "ნაცმოძრაობის სხვადასხვა ფრთა ერთმანეთს ჭამს"

საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მან ის საფუძვლები განმარტა, რაც სამი დეპუტატის მიმართ შესაბამის გადაწყვეტილებას იწვევს. „უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი. ორ შემთხვევაში საუბარია სამართლებრივ საფუძველზე – […]

კომიტეტმა გაგნიძესაც დაუჭირა მხარი და კაციტაძესაც – ვინ შეცვლის ლონდა თოლორაიას

კომიტეტმა გაგნიძესაც დაუჭირა მხარი და კაციტაძესაც - ვინ შეცვლის ლონდა თოლორაიას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. დღევანდელ კომიტეტზე კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს უსმენდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. *** ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ […]