კატეგორია: პოლიტიკა

მომავალ კვირაში შეიძლება თეა წულუკიანი გადადგეს – მან უკვე მონახა საფრანგეთში ბინა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებს

მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრისას მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირონიული სახით პასუხობდნენ მედიას – საიდან მოგაქვთ ეს სისულელე. მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მიაბრძანეს, მინისტრები და დეპუტატები სხვა ხმაზე აჭიკჭიდნენ. ახლა ასე ამბობენ, ისეთი არაფერი, მთავრობაში ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავიაო. ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უფრო შორს მიდის, მედიასთან საუბარში ის ამბობს, რომ ცვლილებები მომავალშიც […]

სპეცრაზმმა პანკისის ხეობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობა დატოვეს, თუმცა ადგილზე კვლავმობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად დარჩნენ. ხეობიდან ამ დრომდე არ გაუყვანიათ შსს-ს ბალანზე მყოფი ავტომობილები, რომლებიც ადგილობრივებმა დაწვეს. ასევე დამწვარია ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოებს მდინარის პირას აწარმოებდა. სოფელ ბირკიანში ასევე დაიშალნენ პანკისის ხეობაში მცხოვრებთა ნაწილი, თუმცა ნაწილი კვლავ […]

თაკო ჩარკვიანი – ”ბახტაძე და გახარია უნდა გადადგნენ!”

პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა პარტია “კანონისა და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედების გამო, აუცილებელია, რომ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს. პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის, რაც დღეს პანკისში მოხდა, უკავშირდება ხელისუფლების უგუნურ ქმედებას და ემსახურება რუსეთის ინტერესებს. „ეს უკვე შემდგარი ძალადობრივი აქტია, რაც მოხდა პანკისის ხეობაში. უნდა […]

გახარია – ”ჰესი აშენდება, თუ მოსახლეობის 90% ამას მხარს დაუჭერს”

შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება, თუ მოსახლეობის 90 პროცენტის მხარდაჭერა ექნება. ამასთან, მინისტრმა მოსახლებას კიდევ ერთხელ მიმართა, რომ ქვების სროლა გამოსავალი არ არის. „ჰესს რაც შეეხება, მშენებლები ამ ჰესთან დაკავშირებით გააგრძელებენ თქვენთან ლაპარაკს და იმაზე, რაზეც შეთანხმდება მოსახლეობა, ისეთი იქნება გადაწყვეტილება. ოღონდ ერთი რამე იცოდეთ, ქვების სროლა […]

”დაემორჩილონ მოთხოვნებს, თორემ პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით” – შსს პანკისის ხეობის მცხოვრებლებს მიმართავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია. პანკისში შექმნილ ვითარებაზე შსს-ში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. „როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, […]

გახარია პანკისში ჩავიდა – ”აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა, იმდენი ვილაპარაკოთ”

პანკისში შეტაკების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა. ის ადგილობრივებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. “აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა, იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას,”-განაცხადა გიორგი გახარიამ. შს მინისტრი აცხადებს, რომ  დილით ადგილზე მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ამ წუთებში პანკისის ხეობაში […]

“პანკისში დამატებითი ძალები გადმოისროლეს, ეს სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავს”

„მეგობრებო, პანკისში დამატებითი ძალები გადმოისროლეს. ეს სადამსჯელო ოპერაციას უფრო ჰგავს! ადგილზე კარვებს ვშლით! სანამ ეს ჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, დაშლას არ ვაპირებთ. თავის მხვრივ ჩვენი ხელისუფლებისგან არანაირი შედეგი არ გვაქვს. აქციაზე არიან როგორც ადგილობრივი ქისტები, ასევე ქართველები”, – წერს სულხან ბორძიკაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

სიტუაცია პანკისის ხეობაში უმართავია – დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე

პანკისში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე სპეცრაზმმა მძიმე ტექნიკა ე.წ. კობრა შეიყვანა. არსებული ინფორმაციით დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. ცრემლსადენ გაზს ისვრიან ჟურნალისტების მისამართითაც. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესვრიან. არიან დაშავებულები როგორ აქციის მონაწილეებს, ასევე სპეცრაზმს შორის. ვითარება რამდენიმე […]

პანკისის ხეობაში დაპირისპირებაა – ვიდეო

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან ამ წუთებში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. პოლიცია იყენებს რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ გაზს. ადგილობრივებმა სამართადამცველების მანქანები ქვებით დააზიანეს. იხილეთ პირდაპირი ეთერი https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/1180153955489465/

ელენე ხოშტარია – არავის უნდა ენდოთ, ჩემი თამადობით

არავის უნდა ენდოთ, ჩემი თამადობით, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „7 VS 1“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ძალაუფლების ერთი ადამიანის ხელში კონცენტრაციის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა. ხოშტარიამ ასევე იმაზეც ისაუბრა, თუ რა იქნება გარანტი იმისა, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში მისი პოლიტიკური ძალა იგივე შეცდომებს არ გაიმეორებს, რაც მანამდე დაუშვა. „ბიძინა ივანიშვილი რატომ არის დღეს ძლიერი?! იმიტომ, რომ […]