ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა, ნათია თურნავამ 2012 წლის აგვისტოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 35 ათასი ლარი შესწირა. ეს თურნავას ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულობაა. ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრად 18 აპრილს დაინიშნა. მანამდე, ცხრა თვის განმავლობაში, ეს თანამდებობა გიორგი ქობულიას ეკავა, თურნავა კი მისი მოადგილე იყო ენერგეტიკის მიმართულებით. ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ნათია თურნავა 2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბრამდე […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი – “ოცნებას” კახა კალაძე და ზვიად ძიძიგურიც ტოვებენ, ღარიბაშვილის ბენეფისი იწყება”
რა ძალები ერთიანდებიან ვასაძის გარშემო, ვისთვის უნდა გახდეს სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლა, ვინ და რატომ დატოვებს მმართველ პარტიას ახლო მომავალში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – სანდო წყაროსგან შევიტყვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალიან მალე “ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი გუნდი დატოვებს. მმართველ პარტიას კონსერვატორები დატოვებენ. ასევე მოსალოდნელია “ოცნებიდან” […]
მურმან დუმბაძე – “ივანიშვილი მარგველაშვილს პირველი ლედის გამო ეჩხუბა, ქუცნაშვილი ერთ სიტყვას გადააყოლეს”
რატომ გადაემტერა სინამდვილეში ივანიშვილი მარგველაშვილს, რა ვერ აპატია ალასანიას, რატომ და როგორ დასაჯა ქუცნაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. – მარგველაშვილს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხათრით მთელი “ოცნება” იმის გამო გადაეკიდა, რომ ეს უკანასკნელი ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა. მოქმედმა პრეზიდენტმა კი თქვა, არ შევალო, მაგრამ უკვე შესულია და ოფიციალურ შეხვედრებს […]
რა კავშირი აქვს ქობულიას გადადგომას გახარიას ამერიკაში ვიზიტთან
იხარე, ერო – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა. სხვა ქვეყანაში ეკონომიკის მინისტრის წასვლას ალბათ სიხარულით არ შეხვდებოდნენ, გიორგი ქობულია ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ნამდვილად უნდა ვიზეიმოთ. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ქართულ ეკონომიკას კარგა ხანს ვერავინ უშველის. ამდენად, ჩვენთვის სულერთია, ვინ დაიკავებს ამ პოსტს, მაგრამ იმაში კი ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი მინისტრი ისეთ […]
მიხეილ ფეიქრიშვილი მედიის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა
მედიის საკითხებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად მიხეილ ფეიქრიშვილი ინიშნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პიარის ხელმძღვანელმა, მიშა ფეიქრიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ საზოგადოებას დღეს, სოციალური ქსელით ამცნო: “1 წელი და 4 თვე – სამსახურში, რომელიც დიდ ოჯახად მექცა. ადამიანები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. მათი საქმე, რომელიც შეუფასებელია. მადლობა, ვინც მუშაობდა და მუშაობს ამ სამსახურში. მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, […]
მელორ ვაჩნაძე მონპელიეში მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდა – ვიდეო
აქტივისტი და ”ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი მელორ ვაჩნაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში აქციაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მონპელიეში ემიგრანტებთან შესახვედრად აქციაზე მივიდა. პრაიმ ტაიმი https://www.facebook.com/melor.vachnadze.5/videos/1244038972440472/
ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილს ტოვებს – ”ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან”
ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა. მისი თქმით, გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა. „მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია“, – წერს […]
ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას ნაგავი უწოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა. ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე. გარდა უწმაწური სიტყვებისა, […]
მამუკა ბახტაძე – ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი
ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება ნათია თურნავას თავის გუნდთან ერთად, არის ამბიციური და ძალიან მკაცრი. ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემბრიფინგზე, ეკონომიკის ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის […]
დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დაიხურა
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში იმართება და დასწრების უფლება მხოლოდ ოფიციალურ მხარეებს აქვთ. კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, რის სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობდა. „მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რის სამართლებრივი მიზეზიც არ არსებობდა. დღეს ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხება. შემდეგში კი პროცესი […]









