„შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი. ამასთან, წყაროს თქმით, ხვალ დაგეგმილია „ქართული ოცნების“ ლიდერების დახურული შეხვედრა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ივანიშვილი გუნდს საკუთარ გადაწყვეტილებებს გააცნობს. გარდა ამისა, წყაროს ცნობით, ეკონომიკის მინისტრობიდან ნათია თურნავას გადაყენება გადაწყვეტილი ამბავია. კერძოდ, „შაბათის ფორმულას“ რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო უყვება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით კირკიტაძეს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო. პროკურატურა კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. მანამ ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა დავით კირკიტაძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და გადაწყვეტილებას არ დაელოდა. დავით კირკიტაძეს […]
„ნათელაშვილის პოლიტიკური უმწიფრობაა – თქვი, რისთვის შედიხარ პარლამენტში!” – დავით ბერძენიშვილი
ინტერვიუ დავით ბერძენიშვილთან – ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ უკრაინაში და საქართველოს დროშაც ააფრიალეს. ეს ნაბიჯი ჩამორეცხავს თუ არა სირცხვილს ქვეყანას, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ? – უკრაინელები, პრინციპში, მაინც ლმობიერად მოგვექცნენ. რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაინც დაუფასა საქართველოს სუსტი რეზოლუციის მიღება და მადლობაც გადაუხადა. უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებში არ დავიწყებიათ იმის აღნიშვნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ არ […]
„პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, რას შემოდის დეკანოიძე, მაშინ იდგეს გარეთ“ – დავითულიანი
„ოცნების” დეპუტატმა ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში ბრუნდება: „პარლამენტს სანდოობა თუ არ აქვს, პარლამენტში რას შემოდის ხატია დეკანოიძე, მაშინ იდგეს გარეთ. რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს „გაყალბებულ“ პარლამენტში და ამის მონაწილე ხდება? – ჩამოყალიბდეს. მათი უბედურება ისაა, რომ ყველა მტერი ჰგონიათ, ვინც მათ ბანაკში არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ მის […]
თორნიკე დავითაშვილი სააკაშვილზე – “ეს იქნება ჩემთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი…”
გარდაცვლილი კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრობს. მიხეილ სააკაშვილი თორნიკეს ნათლია და წარსულში, მამის პოლიტიკური ოპონენტი იყო. თორნიკე ამბობს, რომ ნათლიის არ სჯერა და რომ მიხეილ სააკაშვილი პოპულისტია. ნათლიას ნათლული სასჯელის მოხდას ურჩევს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მისთვის ბოდიშის მოხდაზე მეტი იქნება. “მჯერა ადამიანის, მაგრამ ნათლიაჩემს შეცვლის არაფერი […]
„ბაყბაყდევი ამბობს, ნული ვარო” – ზაზა პაპუაშვილი გუბაზ სანიკიძეზე
ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტს უბრუნდება
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს წყვეტს – “პირველების” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პარტიამ პოლიტიკური აქტივობები უკვე დააანონსა. არსებული ინფორმაციით, თებერვლიდან ნაციონალური მოძრაობა საგაზაფხულო სესიას დაესწრება, ერთ-ერთი მთავრი და პირველი საკითხი კი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის შემსწვლელი კომისიის შექმნა იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონკრეტული გეგმების […]
ბაკურიანში ოპოზიცია ნუნუ თამაზაშვილის ტყეში არ შეუშვეს
ბაკურიანში ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისთვის მიწების გადაფორმებას აპროტესტებს, ადგილზე ჩავიდა. ოპოზიციის წევრები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლს გადაეცა, თუმცა მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. პოლიციასთან ერთად “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივები მოაბილიზა, რომლებიც ოპოზიციის წევრებს და ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ. – პოლიციის კორდონი დაგვხვდა, ხედავთ რომ პოლიციას გადაკეტილი აქვთ გზა. ტყეში გვინდოდა მისვლა, […]
ალუდა ღუდუშაური – “ღარიბაშვილი ვაჟკაცი პრემიერია”
,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, არ აღიარებს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობისა და კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. – დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი ბატონ ღარიბაშვილის სახით, რომელიც არის პატრიოტი, ვაჟკაცი და საქმეზე უაღესად ორიენტირებული, ქვეყნის ინტერესების დამცველი, ნამდვილად ღირსეული პრემიერი. ის კვლევები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ერთია და მეორეა საზოგადოების, ამომრჩევლის […]










