კატეგორია: პოლიტიკა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიელი გიგა ფარულავა გახდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიელი გიგა ფარულავა გახდა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25 – მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის კანდიდატს მხარი დაუჭირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. კენჭისყრაში “ქართულ ოცნებას” მონაწილეობა არ მიუღია. იპნ

აზარაშვილი – “ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის”

აზარაშვილი - "ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის"

რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის საუბრობს, რომ „ომიკრონის“ უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში […]

„უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს…” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე - „მეტი სიყვარული და მეტი სითბო...“

„უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს არ ვა­პი­რებ”, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.ამას­თან, მისი შე­ფა­სე­ბით, ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ის მდგო­მა­რე­ო­ბა და ტენ­დენ­ცია, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და ამა თუ იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს. “უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს არ ვა­პი­რებ. ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით მოვ­ლე­ნებს და იმის მი­ხედ­ვით, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა […]

ირაკლი კობახიძე – “გომელაურის გადადგომა ნაციონალების ოცნებაა”

ვახტანგ გომელაური - "თავდამსხმელს ფული საქართველოს ბანკმა გადაუხადა"

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სპეკულაცია. „ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, – განაცხად ირაკლი კობახიძე კითხვაზე, იმის შესახებ, განიხილება თუ არა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენება.

მამუკა მდინარაძე – „მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით“

მამუკა მდინარაძე - "ნიკა მელიას იმუნიტეტს მოვუხსნით"

„მე, ირაკლი კობახიძე და მეორე მხარეს სააკაშვილი ვერ შევრიგდებით, ვერც წარსულზე ვერ შევთანხმდებით“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „რატომ ვერ ჩამოყალიბდით საერთო ნარატივზე ვერ მივხვდი? შერიგების და ვირტუალური თანხმობის ნარატივს რატომ წევთ წინ, რომელიც დღის წესრიგში მის „ავტორს“ არ დაუყენებია. საქართველოს პრეზიდენტი ამის ავტორი არ არის. ის სხვა თემაზე […]

„დამაწყნარებლები მისცენ…” – გიორგი ვაშაძე წულუკიანზე

გიორგი ვაშაძე - "ნაცმოძრაობა გადამგდებ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა"

გიორგი ვაშაძე წულუკიანის აგრესიულ რიტორიკაზე აცხადებს: „რაღაცნაირად იქნებ კულტურის სფეროში მოღვაწეებს, ვისაც ეკონტაქტება მათ ვთხოვოთ, რომ დამაწყნარებლები მისცენ, რაღაც კარგი სპექტაკლი, კარგი ფილმი ვაჩვენოთ, კარგი სიმღერა მოვასმენინოთ, რომ ცოტა ნერვები დავუწყნაროთ ამ ადამიანს, დავამშვიდოთ რა. რა არის ეს ამხელა აგრესია, თუნდაც რაც ისმის ტელევიზიაში მისი მხრიდან”.

შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

ნათელაშვილი - "აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ..."

„ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის. შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტიამ გადაწყვეტილება საყოველთაო გამოკითხვის შემდეგ მიიღო.

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ: დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადააყენეს და მისი ადგილი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაიკავა.

ნათია თურნავა მოხსნეს, ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

ნათია თურნავა მოხსნეს, ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილი დაინიშნა

ცვლილებები მთავრობაში – როგორც პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა და მის ადგილას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა. რაც შეეხება თურნავას, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, თურნავა გუნდის წევრად რჩება, თუმცა მას თავისი ხედვები აქვს. შეგახსენებთ: ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.

ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

ღარიბაშვილი - "საქართველოს ჩაკეტვა და ლოკდაუნი არ იგეგმება"

დღეს, 9 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკი ღარიბაშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა. ჯერ უცნობია რა თემებზე აპირებს პრემიერი საუბარს, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე. „ნუპოსტის“ ცნობით, როტცია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეეხებათ.