კატეგორია: პოლიტიკა

ჯაბა ჯიშკარიანი ირაკლი კობახიძეს – ”ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული”

კობახიძეს კომპლექსი ახრჩობს, – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოში მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ რეიტინგი 3 პროცენტს ვერ ასცდება. ჯიშკარიანის განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველო” არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. „ახრჩობს ეს კომპლექსი და ვერ გამოვიდა არამარტო ბატონი კობახიძე ამ […]

ანა დოლიძე ლადო კახაძეს – “ბაბუ, ოჯახებს ურტყამს სიღარიბე“

“ბაბუ, ოჯახებს ურტყამს სიღარიბე. საჭმელ- სასმელი რომ არ აქვს ადამიანს, ტანსაცმელი, და გზის ფული. ეგ ურტყამს ოჯახსაც, ღირსებასაც, ადამიანობასაც და მაგას მიხედეთ”, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქის “ოცნების” მაჟრიტარობის კანდიდატის ლადო კახაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ოჯახს ლიბერალური ფრთა ურტყამს; მეტრონომი

გია ხუხაშვილი – “ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ აღარავის აღარ უყვარს”

“ბიძინა ივანიშვილი გრძნობს რომ აღარავის აღარ უყვარს. ბავშვისთვის არის დამახასიათბელი ასეთი მდგომარეობა, რომ დედას აღარ უყვარს, მამას აღარ უყვარს, აღარავის აღარ უყვარს. იწყებს, ქმნის თავის სამყაროს. ძველ სათამაშოებს ამოიღებს. ეს არის პოლიტიკური მოხუცებულობის ეტაპი. მოგეხსენებათ, ადამიანები ბავშობაში ვარდებიან მოხუცებულობის დროს”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა „კურირთან“ საუბრისას.

„არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი“ – კონფლიქტი გიგა ბოკერიასა და ანრი ოხანაშვილს შორის

საქართველოს პარლამენტის იურუიდიულ საკითხთა კომიტეტეზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის თაობაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. კომიტეტის თავმჯდომარე თითქმის ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთან კონფლიქტში შევიდა. სხდომა დატოვეს გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ. ანრი ოხანაშვილსა და გიგა ბოკერია შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა ბოკერიას ერთ-ერთ რეპლიკას დარბაზში მყოფი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ტაში მოჰყვა. […]

ეკა ბესელიამ პროტესტის ნიშნად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დატოვა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, უმრავლესობიდან წასულმა ეკა ბესლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უკვე იუსტიციის საბჭოს ინტერესების დამცველ ორგანოდ გადაიქცა: “სამწუხაროდ იურდიული კომიტეტი უკვე არის იუსტიციის საბჭოს ინტერესების გამტარი და ის პირდაპირ ემსახურება იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის ინტერესებსა და სურვილებს. არანაირი მნიშნელობა აღარ აქვს, რომ კომიტეტი ამ ფორმით […]

ირაკლი ღარიბაშვილი – „ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს?! ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა“

ვინ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტის უფლება არ აქვს?! – ეს განცხადება, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მან ხელისუფლების ცვლილების საკითხზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის აუცილებელი პოლიტიკურმა გუნდმა ხელისუფლება მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვოს. ღარიბაშვილმა მაგალითად ისრაელი მოიყვანა და თქვა, რომ  პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ მეხუთედ აირჩია ხალხმა და მისცა მანდატი. ”ჰიპოტეტურად რომ წარმოვიდგონოთ, […]

ლევან ხაბეიშვილი – “კახა კალაძე გადმოვიბირე”

საპენსიო სააგენტო, რომელიც, მეოცნებეთა მტკიცებით, ჩვენთვის უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად შეიქმნა, ჯერ მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს. სააგენტოს ხელმძღვანელს ანუ ჩვენი ბედნიერი სიბერის გარანტს, თვეში 15.000 ლარიანი ხელფასი დაუნიშნეს. იმისთვის, რომ 30 წლის შემდეგ ქართველმა პენსიონერებმა ბედნიერად იჟღურტულონ, საპენსიო სააგენტოში კარგი ავეჯი უნდა ჰქონდეთ. დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, განცხადებით, სააგენტო მარტო ავეჯის შესაძენად 62.000 ლარის […]

მამუკა გამყრელიძე – “მეგონა, “ოცნება” ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა”

“ახალი თაობის” კითხვებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე გაკეთდა შეფასებები, რომ ის აცდენილია რეალობას. – დიახ, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას. გამოდის და გვეუბნება, მადლობა უნდა მითხრათ, რამდენი რაღაც გაგიკეთეთო. რატომ მადლობას არ მეუბნებითო და თან გეუბნება, გამოთაყვანებული ხარო. – კვლავაც ნაციონალურ მოძრაობას მიიჩნევს საშიშ ძალად და მოსახლეობასაც ისე ნაცების მობრუნებით […]

”აქ ციხე არ აშენდება!” – რუსთავში თეა წულუკიანს 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენეს

რუსთავში, იუსტიციის სახლთან ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები იშლებიან. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სამოქალაქო აქტივისტის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები ვადის ამოწურვის შემდეგ უფრო ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას აანონსებენ. ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებელები სასჯელაღსრულების დაწესებულების […]

ქობულია – “არ ვიცი, ივანიშვილი გადამაყენებს თუ არა”

ეკონომიკის მინისტრი, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებეზე დეტალურად არ საუბრობს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ გადაწყვეტილება იმ მინისტრების შესახებ, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს კითხვები აქვს, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელმა, თავადვე უნდა მიიღოს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ მას კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და პარტიის თავმჯდომარესთან არ ჰქონია, ამიტომ მისთვის უცნობია მოხვდა თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის ე.წ შავ სიაში. „ბიძინა ივანიშვილს ჰკითხეთ, მე […]