”აქ ციხე არ აშენდება!” – რუსთავში თეა წულუკიანს 24 საათიანი ულტიმატუმი წაუყენეს

რუსთავში, იუსტიციის სახლთან ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები იშლებიან.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სამოქალაქო აქტივისტის გიორგი გზირიშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობის შეწყვეტის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები ვადის ამოწურვის შემდეგ უფრო ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობას აანონსებენ.

ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებელები სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებენ.

იპნ