კატეგორია: პოლიტიკა

ვახუშტი მენაბდე და ყველა სხვა დაკავებული გაათავისუფლეს

ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალთარღვევის ფაქტზე დაკავებული 6-ივე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი დავით სუბელიანი. როგორც ვახუშტი მეანაბდემ პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციები შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამომავლოდაც გაგრძელდება. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა როდის, მისთვის უცნობია. […]

“კახა კალაძე არ მოვიდა, მთავრობამ ყურადღება არ მოგვაქცია, ღამით ყველაფერს დავგეგმავთ” – აქციის ორგანიზატორებმა დაშლა გადაწყვიტეს

საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განუცხადა. “ახლა მორჩა აქცია და მივდივართ. ჩვენი მოთხოვნა რაც იყო, ის დღეს არ შესრულდა. კახა კალაძე არ მოვიდა, მთავრობამ ყურადღება არ მოგვაქცია და ეს სამწუხაროა. დღეს ღამე ვაპირებთ, დავგეგმოთ, ზუსტად როგორ უნდა გავაგრძელოთ მოქმედება. მზად ვართ გაგრძელებისთვის, ბევრი ადამიანი, ვინც აქ არის, ან აქტივისტია, […]

ვაკეში ვახუშტი მენაბდე დააკავეს – “ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით!”

ჩვენ დაგვაკავეს, მაგრამ თქვენ არ დაიშალოთ! თქვენ მოდით!, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თავის „ფეისბუქგვერდზე“ წერს. ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აქციაზე მყოფმა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მას ინფორმაცია არ აქვს, სად არიან დაკავებულები გადაყვანილები. […]

აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა ვაკის პოლიციის პირველი განყოფილებასთან გადაინაცვლეს. ისინი ჭავჭავაძის გამზირზე, ტრაგედიის ადგილზე, აქციის დროს დაკავებული ხუთი ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. ხუთი ადამიანი, მათ შორის დავით სუბელიანი და ვახუშტი მენაბდე სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას დააკავეს. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების არ არსებობას აპროტესტებენ, გზის გადაკეტვა სცადეს. ცოტა ხნის წინ ისინი დედაქალაქის მერის […]

ჭავჭავაძის გამზირზე აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი. აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა გზის მეორე ნაწილის გადაკეატვაც სცადეს, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა იმ შენობის ფასადი დააზიანეს, სადაც გუშინ […]

სალომე ზურაბიშვილი – ”ივანიშვილი 2020-ის არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავა”

ივანიშვილი დიდი სიმპათიით სარგებლობს, რადგან მოსახლეობა მასში იმ კაცს ხედავს, რომლის საშუალებითაც სააკაშვილის ჩამოშორება გახდა შესაძლებელი მაშინ, როცა ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოდ გადაქცევის გზას ვადექით და რადგან მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სხვა ამას ვერავინ შეძლებდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილა „შპიგელთან“ ინტერვიუსას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ივანიშვილს არ უნდოდა […]

„ეს პრინციპულად სწორია“ – ქობულია საბანკო რეგულაციებს მოსახლეობაზე ზრუნვით ამართლებს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია საბანკო რეგულაციებზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს პრინციპულად სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც დაბალშემოსავლიან მოსახლეობას გაუაზრებელი კრედიტებისგან დაიცავს „ჩვენ, როგორც მიმართულებას და ვექტორს არ შევცვლით, იმას, რაც გაკეთებულია და ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრინციპულად სწორია. ეს არის სწორი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალ შემოსავლიანი შრეები გაუაზრებელი კრედიტისგან, მაგრამ აი, […]

მეუფე პეტრე ივანიშვილთან საუბრის დეტალებს ასაჯაროებს

ბიძინა ივანიშვილი, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს შეხვდა. შეხვედრის ფაქტი მეუფე პეტრემ დაადასტურა. “საუბარი იყო მიმდინარე სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მიმდინარე პრობლემებზე. ზუგდიდთან დაკავშირებით, ეს არ არის ჩემი ეპარქია, არანაირ კავშირეში არ ვარ და ისედაც ვერ წარმომიდგენია რაღაც საარჩევნო თემა იყოს ეკლესიის აღმშენებლობა ან ბატონი ზვიად გამსახურდიას იმ ტრაგიკული ადგილის აღდგენა აღორძიენების და იქ ეკლესიის აშენება. ეს იგივეა, […]

“ალბათ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს ყველა სხდომას დედის ტრაკის გინებით იწყებ, არა?” – ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს

წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს და მის მიერ საქართველოს პირველ პრეზიდენტთან დაკაშირებით გაკეთებულ განცხადებებს და მიცემულ დაპირებებს, პარტია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება: „5 მილიარდი რომ გაქვს და ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წელს, შუალედური არჩევნების მოსაგებად, დაჩოქილი ხატების კოცნა და პირველი პრეზიდენტის მკვდრეთით აღდგომა რომ გიწევს, ალბათ საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭოს ყველა სხდომას დედის ტრაკის […]

გახარია ხაზარაძის წინააღმდეგ – “ჯობია, უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს”

“ჯობია, რომ [მამუკა ხაზარაძემ] უფრო კვალიფიციური ადვოკატები დაიქირავოს,”- ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ვიცე-პრემიერმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. მინისტრი იმის მიუხედავად რომ მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს, მის სახელს არ ასახელებს. გახარიას აზრით, ხაზარაძემ საკუთარი “ვიწრო ინტერესებიდან” გამომდინარე სახელმწიფოს რეპუტაცია დააყენა სასწორზე მუქარის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ გახარიამ საკუთარი მუნდირის ღირსება სასამართლოში […]