კატეგორია: პოლიტიკა

„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან“ – ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია თუ როგორ მოილაპარახებს სახელმწიფო პროექტის დამფინანსებელ ბანკებთან: “ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია არც ერთი წამით. არც ერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა. გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას, […]

“რა გეშველებათ თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო”- ადა მარშანიას მიმართვა კობახიძესა და “ქართულ ოცნებას”

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მმართველი გუნდი გააკრიტიკა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებით დაემუქრა: „ბატონო კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით თქვენ, თქვენ გულის სიღრმეში მაინც, მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით? ღმერთმა დაგიფაროთ, „ქართული ოცნება“, ე.წ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ გაგიჟდეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მერე რა […]

შალვა შავგულიძე “ევროპულმა საქართველომ“ და თავისუფალმა დემოკრატებმა მთაწმინდის ოლქში წარადგინეს

“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა” ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. “ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე შალვა შავგულიძემ ხაზი გაუსვა ორი პოლიტიკური ძალის საერთო ღირებულებებს. “ორმა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ, შევქმნათ საარჩევნო ბლოკი, რომლითაც წარვდგებით შუალედურ არჩევნებზე. ჩვენი თანამშრომლობა დაეფუძნება ქვეყნის განვითარების საერთო ხედვასა და ღირებულებებს, როგორიცაა სამართლის […]

“მე თქვენ არაფრის მაქნისი მგონიხართ” – თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით , მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ოთარ კახიძის კითხვა, რომ იუსტიციის მინისტრი უწყებათაშორის საბჭოს ჩამოაშორეს. წულუკიანმა კახიძეს ანტიდემოკრატი, ანტირეფორმატორი და არაფრის მაქნისი უწოდა. „ბატონო ოთარ, რა ვქნა, მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს. ერთი ადეიშვილის ერთი მოადგილე იყავით და არაფრის მაქნისი მგონიხარ. თქვენ მიგაჩნიათ პირიქით და რა […]

მთაწმინდაზე შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცულებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა.

ხუხაშვილი – “რას ეძებენ თიბისი ბანკის კომპიუტერში, თალაკვაძის ლექსები აქვს ჩაწერილი ვიღაცას?”

“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმეზე ისაუბრა. ხუხაშვილი დაინტერესდა თუ რას ეძებენ კომპიუტერში. წამყვანმა ხუხაშვილს ჰკითხა, თუ რა მიზეზი ან ახსნა შეიძლება ჰქონდეს „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო ბოლო პერიოდში არსებულ „სიჩუმეს“. ხუხაშვილის თქმით, დაზუსტებით ვერაფერს იტყვის და საზოგადოება პროცესს უნდა დააკვირდეს. „არ ვიცი, ჩვენ უნდა გავყვეთ პროცესს. ფულის გათეთრების კვალიფიკაცია […]

ანრი ოხანაშვილი – „ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან”

„ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან,“- პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მის წინამორბედს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას ბრალდებებს უყენებს. ის იმ ორგანიზაციებსაც უპირისპირდება, რომლებიც აკრიტიკებენ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ირაკლი კობახიძის კაბინეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს პოლიტიზირებულსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულს უწოდებს. “ეკა ბესელიას კაბინეტი ჰგონია ოთახი. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი […]

სალომე ზურაბიშვილი – ”ბიძინა ივანიშვილი მიეჩვია, რომ თავისუფალი ადამიანი ვარ”

საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციის” წამყვან ინგა გრიგოლიას ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მის დამოუკიდებლობას და ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს ცალკეულ საკითხებზე. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არის თავისუფალი ადამიანი და არჩევნების მეორე დღეს ბიძინა ივანიშვილმა პირადად უთხრა, რომ ის არის და იქნება დამოუკიდებელი პრეზიდენტი და მას არანაირი ვალდებულება არ ექნება მის წინაშე. “მიეჩვიეთ იმას, რომ ვარ […]

რომან გოცირიძე – ”ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტიდან რომ გადადგება, მეზობლის კატებიც სხვანაირად მოექცევიან” – ვიდეო

,,რაც კვაჭანტირაძეს თავს ხდება ძალიან კარგია, მან თავადაც აღნიშნა, რომ მეზობლები განსაკუთრებულად ხვდებიან. ძაღლები თბილი შეხედვით ესალმებოდნენ მის ძაღლს. მას შემდეგ, რაც კომიტეტიდან გადადგება მეზობლის კატებიც სხვანაირად მოექცევიან,” – განაცხადა რომან გოცირიძემ. დეპუტატის კომენტარმა პარლამენტარები გაამხიარულა. საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა […]

“ბევრი უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი მოვა და ამისთვის საკადრის პასუხს გაგცემთ” – იონათამიშვილი ბოკუჩავას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება გააპროტესტა და განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ძალიან ბევრგან წამყვან კომიტეტების თავმჯდომარეები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მისივე თქმით,  კანონი და რეგლამენტი არ კრძალავს კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციის წარმომადგენლის ყოფნას. „ერთადერთი აკრძალვა არის ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილი, რომ ამ პარლამენტში ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაიმე […]